უკრაინის ავტოკეფალია Archives - TTimes.GE

მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი – ილია მეორეს აქვს სიბრძნე, რათა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს სიბრძნე, რათა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს, – ამის შესახებ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მეუფე ემანუელმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, „ეს იყო ძმური შეხვედრა მოძმე ეკლესიებს შორის“.

„განსაკუთრებული სიხარული მინდა გამოვხატო, რომ ჩვენ ვართ საქართველოში და მოგვეცა საშუალება, კიდევ ერთხელ შევხვედროდით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. შეხვედრაზე საუბარი ეხებოდა გარკვეულ საკითხებს, გვქონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. რასაკვირველია, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზეც ვისაუბრეთ და ტომოსზეც გვქონდა მსჯელობა“, – განაცხადა მეუფე ემანუელმა.

მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლის განცხადებით, შეხვედრის მიზანი გარკვეულ დეტალებზე ინფორმირება იყო.

„რაც შეეხება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს, ჩვენი მიზანი არ იყო რაიმე აზრის თავსმოხვევა, ზეწოლა ან შეთავაზება. ეს იყო მხოლოდ ინფორმაციული შეხვედრა და დეტალებზე შეთანხმება  იმ საკითხებზე, რაზეც საუბარია ტომოსში. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს სიბრძნე, რათა ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს. ეს იყო ძმური, ეკლესიური და საერთო შეთანხმებული შეხვედრა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებს, საქართველოს ეკლესიის მეთაურსა და მღვდელმთავრებს შორის, ერთაზროვანი შეხვედრა ძალიან ბევრ საკითხზე“, – განაცხადა მეუფე ემანუელმა.

მისივე განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი იყო ყველა თემაზე, რაც დღეს მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე დგას.

„ჩვენი მთავარი მიზანია ერთობის შენარჩუნება მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის და ამ საკითხებზე იყო მსჯელობა. ჩვენ არ ჩამოვსულვართ იმის გამო, რომ საქართველოს ეკლესიასთან მიმართებაში ურთიერთობის რამე პრობლემა არსებობს, ჩვენ გვაქვს საერთო აზრი და შეხედულებები. ეს იყო ძმური, კეთილი ურთიერთობა და შეხვედრა მოძმე ეკლესიებს შორის. არ გვისაუბრია პირადად ჩვენს დამოკიდებულებაზე, არც რაიმე აზრის მოხვევაზე საქართველოს ეკლესიის წინაშე. ეს იყო მსჯელობა ყველა საკითხზე, რაც შეიძლება ეხებოდეს მართლმადიდებლობას. ეს არ იყო პოზიციის დაფიქსირების შეხვედრა“, – განაცხადა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელმა.

The post მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი – ილია მეორეს აქვს სიბრძნე, რათა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს appeared first on TTimes.GE.

გიორგი კანდელაკი – ვულოცავ უკრაინის ეკლესიას დამოუკიდებლობას და ჩვენს მთავრობას მოვუწოდებ, უკრაინას მიულოცოს
ვულოცავ უკრაინის ეკლესიას დამოუკიდებლობას და მოვუწოდებ ჩვენს მთავრობას, მიულოცოს უკრაინას ავტოკეფალია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კანდელაკმა სიტყვით გამოსვლისას უკრაინასა და საქართველოში განხორციელებული რუსული აგრესიის წინააღმდეგ ისაუბრა და იმ რეზოლუციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რომელიც ევროსაბჭოში არის ინიცირებული.

„ძალიან საწყენია, როდესაც ადამიანებს, რომლებიც ვაკრიტიკებთ რუსეთს, რუსოფობიაში გვადანაშაულებთ. არა კოლეგებო, სინამდვილეში, ჩვენ რუსეთის ინტერესებს ვიცავთ ამ დარბაზში, რადგან მიგვაჩნია, რომ დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული რუსეთი, რომელიც, ასევე, პატივს სცემს მეზობელ ქვეყნებს, სრულებით შესაძლებელია. ხოლო თქვენ იცავთ კრემლს და არა რუს ხალხს. რუსი ხალხი იმსახურებს თავისუფალ არჩევნებს. ისინი იმსახურებენ უკეთეს ცხოვრებას, სადაც იცხოვრებენ კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, ექნებათ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და კანონის უზენაესობა. ასევე ვწუხვარ, როდესაც ამ დარბაზში იყენებთ ტერმინს „დეესკალაცია“, რომელიც ორივე მხარეს მოუწოდებს დეესკალაციისკენ. დეესკალაცია უკრაინის შემთხვევაში, წინააღმდეგობის გაწევის შეწყვეტას გულისხმობს, რაც შეუძლებელია. უკრაინას არ შეუძლია დათმოს საკუთარი სუვერენიტეტი. მნიშვნელოვანია, რომ აქ წარმოდგენილი რეზოლუცია აქამდე მიღებულ რეზოლუციებს ეხმიანება. ისინი მნიშვნელოვან საერთაშორისო სამართლებრივ საფუძველს ქმნიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და ამ რეზოლუციების დიდი ნაწილი ცალსახად აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას“, – განაცხადა კანდელაკმა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

The post გიორგი კანდელაკი – ვულოცავ უკრაინის ეკლესიას დამოუკიდებლობას და ჩვენს მთავრობას მოვუწოდებ, უკრაინას მიულოცოს appeared first on TTimes.GE.

მამა ანდრია ჯაღმაიძე – ვინც უკრაინის ეკლესიის ახალ სტრუქტურას მხარს უპირობოდ არ უჭერს, ცდილობენ, მათ პრორუსული განწყობები მიაწებონ
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ეკლესიის წარმომადგენლებზე ზეწოლის მცდელობა ძალიან გამძაფრებულია, ვინც უკრაინის ეკლესიის ახალ სტრუქტურას მხარს უპირობოდ არ უჭერს, ცდილობენ, მათ პრორუსული განწყობები მიაწებონ, – ამის შესახებ პირველი არხის კითხვის საპასუხოდ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ეკლესიის დაჩქარების მცდელობა, რომ კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებაზე პოზიცია გამოხატოს, სწორი არ არის.

„ვინაიდან, უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობა დაძაბულია, ჩვენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, როგორც პოლიტიკური, ასევე საეკლესიო პრობლემები გვაქვს, ამიტომ, ეს საკითხი პოლიტიკურ კონტექსტში განიხილება. გარკვეულწილად, ამ შემადგენელს მართლაც შეიცავს, თუმცა საეკლესიო გადაწყვეტილება მიღებული მხოლოდ კანონიკის საფუძველზე იქნება. კერძოდ, რამდენად კანონიკურია ამ დიდი საკითხის შემადგენელი სხვადასხვა ქვესაკითხები. მსჯელობებს უნდა დაველოდოთ. საკითხზე მსჯელობენ, როგორც თავად უკრაინის საეკლესიო წრეებში, ასევე მსოფლიო მასშტაბით სხვა ადგილობრივი ეკლესიების წიაღში. ჯერ გამოკვეთილი, პოზიტიური დამოკიდებულება არც ერთ ეკლესიას არ დაუფიქსირებია. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ეს არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა და ამას მსჯელობა სჭირდება. პოლიტიკური არგუმენტები და საქართველოს ეკლესიის დაჩქარების მცდელობა, რომ კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებაზე რაიმე პოზიცია გამოხატოს, არ არის სწორი“, – აცხადებს ჯაღმაიძე.

პირველი არხის კითხვაზე, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან მიმართებით რა კონკრეტული პრობლემები იგულისხმება ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით, ჯაღმაიძე რამდენიმე საკითხს ასახელებს.

„ჩვენი სამღვდელოება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას ვერ ახერხებს. პრობლემაა ის, რომ ცხინვალის რეგიონში საჯარისო ბაზაზე ეკლესიის მშენებლობა ჩვენთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს. ასევე პრობლემაა, რომ აფხაზეთში სასულიერო პირები მსახურობენ, რომლებიც რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლები არიან და ეკლესიებში სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩვენთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს. ეს პრობლემებია და ამაზე რუსულ მხარესთან და საზოგადოების დაინტერესებულ პირებთანაც ვსაუბრობთ“, – აცხადებს ჯაღმაიძე.

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის ცნობით, ჯერ  საკითხზე ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება არ არსებობს ბერძნულენოვან ეკლესიებში, ასევე სლავიანურ ეკლესიებსა და უკრაინულ ეკლესიაში.

„უკრაინაში მრავალი ეპისკოპოსია და მხოლოდ ორი ეპისკოპოსია გადასული ახალ სტრუქტურაში. უკრაინის ეპისკოპოსების უმრავლესობა უკრაინელია, მრევლი, რომელიც ახალშექმნილ სტრუქტურაში გადასვლას ჯერ არ აპირებს, უკრაინელები არიან, რუსები არ არიან. სანამ უკრაინაში ასეთი დაპირისპირებაა, ნებისმიერი ეკლესია, რომელიც რომელიმე ეკლესიას აღიარებს, ავტომატურად მეორე ნაწილთან კონფლიქტში შედის, რომელიც ასევე მართლმადიდებელი მრევლია. ეს საკითხი ამ ეტაპზე ძალიან რთულია. სანამ შიგნით ასეთი ვნებათაღელვა, მოუგვარებელი და დაუსრულებელი პროცესებია, რთულია, გარედან ადგე და დასკვნები გააკეთო. ძალიან გამძაფრებულია ზეწოლის მცდელობა ეკლესიასა და ეკლესიის წარმომადგენლებზე იმ აზრით, რომ ვინც მხარს უკრაინაში ახალ სტრუქტურას უპირობოდ არ უჭერს, ცდილობენ, მათ პრორუსული განწყობები მიაწებონ“, – აღნიშნავს საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი.

მამა ანდრია საქართველოს საპატრიარქოს სინოდის იმ სხდომასაც ეხმაურება, სადაც საკითხის განხილვის გადადება მოხდა.

„რაც შეეხება ეპისკოპოსების მიერ გამოთქმულ სხვადასხვა მოსაზრებას, ეს ცხადი 27 დეკემბერს იყო, როცა სინოდის სხდომაზე შეჯერებული აზრის ჩამოყალიბება არ მოხერხდა და სინოდმა საკითხი გადადო. ელადის ეკლესიის სინოდმა უკვე იმსჯელა და ეს საკითხი ანალოგიურად გადადო. ამ ეტაპზე, ეპისკოპოსებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, სხვადასხვა ფაქტორების გაცხადება, დოკუმენტების გასაჯაროება და სხვადასხვა ექსპერტისა და საეკლესიო ისტორიის მცოდნეთა ანალიზების დადება თანდათან ხდება. ეს პროცესია, რომლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაზე მყოფმა ეპისკოპოსებმა შესაძლოა, თავისი შეხედულებები შეცვალონ“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

The post მამა ანდრია ჯაღმაიძე – ვინც უკრაინის ეკლესიის ახალ სტრუქტურას მხარს უპირობოდ არ უჭერს, ცდილობენ, მათ პრორუსული განწყობები მიაწებონ appeared first on TTimes.GE.