ღვინის ფესტივალი გაიმართება Archives - TTimes.GE

კვირას სიღნაღში, ღვინის ფესტივალი გაიმართება
13 ოქტომბერს, სიღნაღში, ღვინის ფესტივალი გაიმართება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საფესტივალო ტერიტორიის მთელ პერიმეტრზე ხალხური რეწვის ნიმუშების : თექის, ქვილთის, ხალიჩების, ფარდაგების, სალამურების, ფანდურების, გამოფენა-დამზადება-გაყიდვა მოეწყობა. სიღნაღის შემოსასვლელში, ბარათაშვილის ქუჩაზე, მისულ სტუმრებს შეეგებება სიმღერის ანსამბლი.

ღონისძიებაში მონაწილეობენ: ბერიკები, ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები. გაიშლება კახური პურ-მარილი, გამოცხვება შოთები, ნაზუქები, მოდუღდება თათარა და გაივლება ჩურჩხელა.

ქუჩის მთელ პერიმეტრზე სიღნაღის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლები თეთრი და შავი ყურძნისგან ე.წ. “გლეხური წესით” დაყენებულ ღვინოს წარმოადგენენ. თერთმეტი ღვინის კომპანია ევროპული წესით დაყენებული ღვინის გამოფენას გამართავს.

ჩატარდება კონკურსი ღვინოზე გამოთქმული საუკეთესო სადღეგრძელოსთვის. გამარჯვებული კი ღვინის მწარმოებლისგან დაჯილდოვდება.

თეატრის შენობაში გაიმართება საბავშვო თეატრის ფესტივალი “მაჩაბელა”, ფოლკლორის ფესტივალი – “სიღნაღი 2013”. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები საქართველოს ყველა რეგიონიდან.

ფესტივალის მიზანია სიღნაღის, როგორც ქალაქის, ადგილობრივი ღვინისა და კუთხური სამზარეულოს პოპულარიზაცია.

11.10.13

The post კვირას სიღნაღში, ღვინის ფესტივალი გაიმართება appeared first on TTimes.GE.