შსს: 2013 წლის სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში შემოსილ ვიზიტორთა რიცხვი 15 Archives - TTimes.GE

შსს: 2013 წლის სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში შემოსილ ვიზიტორთა რიცხვი 15,1 %-ით გაიზარდა
მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში 507 082 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2012 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 15,1 %-ით მეტია.

საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.

“რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 4 075 600 ვიზიტი განხორციელდა, რაც 25%-ით მეტია 2012 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე და თითქმის გაუტოლდა 2012 სრული კალენდარული წლის მონაცემებს (92%).

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, მონაცემთა ურთიერთმიმართება შემდეგია: ა) ტურისტი – 1 614 712 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 18%); ბ) ტრანზიტი – 886 504 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 21,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 59%); გ) სხვა – 1 574 384 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 18%)”, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, 2013 წლის სექტემბერში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-7,3%), აზერბაიჯანიდან (+10,9%), სომხეთიდან (+30,5%), რუსეთიდან (+42,1%), უკრაინიდან (+62,1%) და ირანიდან (-26%) განხორციელდა.

“ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც ჩამოსვლის რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ–სექტემბერში, უკვე “ტრადიციულ” პოლონეთი-ჩეხეთი-ავსტრიასთან ერთად გამოირჩევიან  საფრანგეთი, იტალია და გერმანია (შესაბამისად – 65%, 32%, 28%, 19%, 18% და 16%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთის (39%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელის (35%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი – ბელორუსის მოქალაქეების 60%–იანი მატებით”, – განმარტავენ სამინისტროში.

შსს-ის განცხადებით, სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან მიმართებაში აღსანიშნავია საქართველოს მოქალაქეთა აქტივობის ზრდაც, რაც, ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში 23,2 (შემოსვლა) და 24,3 (გასვლა) პროცენტიან მატებაში გამოისახა.

04.10.13

The post შსს: 2013 წლის სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში შემოსილ ვიზიტორთა რიცხვი 15,1 %-ით  გაიზარდა appeared first on TTimes.GE.