ხაიშიდან მოსახლეობის განსახლების გეგმის მეორე ფაზის შესამუშავებლად ხელშეკრულება გააფორმდა Archives - TTimes.GE

ხაიშიდან მოსახლეობის განსახლების გეგმის მეორე ფაზის შესამუშავებლად ხელშეკრულება გააფორმდა
კომპანია “ტრანსელექტრიკა ჯორჯიამ”, რომელიც “ხუდონჰესის” მშენებლობის პროექტს ახორციელებს, სოფლიდან მოსახლეობის განსახლების გეგმის მეორე ფაზის შესამუშავებლად ხელშეკრულება გააფორმა.

შეთანხმება კანადურ კომპანია “Replan”-თან და განსახლების საეთაშორისო ექსპერტ ფედერიკო ჯონავენსთან შედგა.

როგორც “ტრანსელექტრიკაში” აცხადებენ, “კანადურ კომპანია Replan-ს 30-წლიანი წარმატებული გამოცდილება აქვს 60-ზე მეტ ქვეყანაში სოციალური ზემოქმედების შეფასებისა და მასთან დაკავშირებული მართვის გეგმის შემუშავებაში, ასევე განსახლებებისა და კომპენსაციების გეგმის მართვაში. ფრანგი სპელციალისტი ფედერიკო ჯოვანესი კი, 32-წლიანი განმავლობაში 55 ქვეყანაში მონაწილეობდა ბუნებრივ და სოციალური გარემოზე შეფასების პროექტში როგორც განსახლების ექსპერტი, მათ შორის – ბაქო-ჯეიჰანის პროექტში”.

მათივე თქმით, კომპანია “ტრანსელექტრიკა ჯორჯია”, კონტრაქტორებთან ერთად, განსახლებისა და კომპენსაციის გეგმის შემუშავების დროს იმოქმედებს გარემოსა და განსახლებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის არსებული რეგულაციებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

“განსახლების საერთაშორისო პოლიტიკის მოთხოვნებით განსაზღვრულია, რომ ზემოქმედების ქვეშ არსებული მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი არ უნდა გაუუარსდეს, პირიქით – გაუმჯობესდება. ამასთან კომპენსაციისა და განსახლების პროგრამის შემუშავება მოხდება პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მოსახლეობასთან კონსულტაციების მეშვეობით. გარდა ამისა, მიწის გამოსყიდვა განხორციელდება მოლაპარაკებების შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების გზით, სადაც ეს შესაძლებელი იქნება. ყველა სახის კომპენსაციის შეფასება მოხდება სანაცვლო ღირებულებით. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მოწყულად ადამიანებს, შემუშავდება ასევე საჩივრების მექანიზმი”,-აცხადებენ “ტრანსელექტრიკა ჯოჯრიაში”.

როგორც კომპანიაში ამბობენ, მათი მიზანია, მაქსიმალურად გამჭვირვალე და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად შეიმუშაონ და დაგეგმონ განსახლებისა და კომპენსაციის სამოქმედო გეგმა, რისთვისაც უცხოელი ექსპერტები იმუშავებენ უშუალოდ “ხუდონჰესის” პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეულ მოსახლეობასთან და ჩაატარებენ სოციოლოგიურ კვლევებს, მოსახლეობის აღწერასა და ნივთების რეინვენტარიზაციას. აღნიშნულ პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ანუ დაინტერესებული მხარეების ჩართულობა და ინფორმირებულობა უმნიშველოვნესია, როგორც პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის ასევე მოსახლეობისთვის.

ამ წუთებში კი, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” ჰიდროელექტროსადგურის პროექტთან დაკავშირებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისა და განსახლების საკითხზე მსჯელობენ.

19.09.13

The post ხაიშიდან მოსახლეობის განსახლების გეგმის მეორე ფაზის შესამუშავებლად ხელშეკრულება გააფორმდა appeared first on TTimes.GE.