1 აპრილიდან მძღოლებს ნარკოტესტს ადგილზე ჩაუტარებენ Archives - TTimes.GE

1 აპრილიდან მძღოლებს ნარკოტესტს ადგილზე ჩაუტარებენ
ნარკოტესტის გამოყენება, რომლითაც მძღოლის მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ავტომანქანის მართვისას ადგილზევე დადგინდება და ამისთვის მისი ნარკოლოგიურ ცენტრში გადაყვანა საჭირო აღარ გახდება, 1 აპრილიდან დაინერგება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნერწყვის მეშვეობით ნარკოტიკული თრობის დასადგენი ტესტები“ უკვე შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას “ლიბერალი” უწყებიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შსს-მ ნარკოტესტირებისთვის 10 000 ცალი პორტატული ნარკოტესტერი უკვე იყიდა, ნარკოტიკული საშუალების მოხმარება კი ნერწყვის საშუალებით დადგინდება.

კერძოდ, ნარკოტესტით შესაძლებელია იმის დადგენა, არის თუ არა მძღოლი: მარიხუანის, ამფეტამინის ჯგუფის, მეტამფეტამინის (მათ შორის ექსტაზის), კოკაინის, ოპიატების (მორფის, ჰეროინის) ზემოქმედების ქვეშ.

ტესტირებისას ნერწყვის შეგროვებისთვის საჭირო დრო 3 წამი იქნება, რეზულტატი წაიკითხება დამატებითი მოწყობილობების გარეშე; სინჯის ბალიშზე საკმარისი ნერწყვის მოთავსებისას ვიზუალური ჩვენებისთვის შეიცვლის ფერს – წითლიდან ყვითელში; რეზულტატი ასახავს პოზიტიურ შედეგს (და არა ნეგატიურს) წითელი ფერის ხაზით; შესაძლებელი იქნება მიღებული შედეგის ამოპრინტერება ინტეგრირებული პრინტერით.

მარიხუანის შემთხვევაში ტესტი ავლენს ყველა იმ შემთხვევას, როცა ნარკოტიკული საშუალება მიღებულია 8 საათის განმავლობაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, მარიხუანის მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების დასაცავად, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით გასული წლის 30 ნოემბერს დაამტკიცა.

The post 1 აპრილიდან მძღოლებს ნარკოტესტს ადგილზე ჩაუტარებენ appeared first on TTimes.GE.