9 აპრილი Archives - TTimes.GE

ილია მეორე – ვგრძნობდი, რომ 9 აპრილის ღამეს ხალხი არ დამიჯერებდა – როცა მივმართე, რომ საშიშროება რეალურია, ხალხი გაჩუმდა, სიმშვიდე ჩამოვარდა, მერე კი ყველამ ერთად დაიყვირა – არა!
მთხოვეს, რომ წავსულიყავი და მიმემართა ხალხისთვის. ძალიან მიჭირდა. გრძნობდი, რომ ხალხი არ დამიჯერებდა, – ასე იხსენებს საქართველოს პატრიარქი ილია მეორე 1989 წლის 9 აპრილის ღამეს.

როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე „იმედთან“ ინტერვიუში აცხადებს, 9 აპრილის ღამე იყო თავისუფლებისთვის მზადყოფნა და იმ ღამეს რუსთაველის გამზირზე მდგომ ადამიანებს გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ სიკვდილის წინ იმყოფებოდნენ.

„ძალიან ძნელია გახსენება იმ ღამისა, რაც მოხდა რუსთაველზე. ჩემთან შუაღამის დროს მოვიდნენ და მითხრეს, რომ საშიშროება ელოდებოდა საქართველოს. მთხოვეს, რომ წავსულიყავი და მიმემართა ხალხისთვის. ძალიან მიჭირდა. გრძნობდი, რომ ხალხი არ დამიჯერებდა. მოვუწოდე, შესულიყვნენ ქაშვეთში. წინასწარ ვგრძნობდი, რომ უარს მეტყოდნენ, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ ხალხს რაც დაემართება, მეც მზად ვიყავი ვყოფილიყავი ჩვენ ხალხთან ერთად. როცა მივმართე, რომ საშიშროება რეალურია, ხალხი გაჩუმდა, სიმშვიდე ჩამოვარდა და მერე დაიყვირეს – არა . ეს იყო მზადყოფნა, ხალხი გრძნობდა, რომ სიკვდილის წინ იმყოფებოდა და წამოვიდა ტანკები, მაგრამ ახალგაზრდები შემომეხვივნენ გარშემო, მე გულიც მომივიდა, რატომ დამიდგენ წინ. ისინი დადგნენ იმისთვის, რომ სროლა თუ იქნებოდა, დაცვა ყოფილიყო, მე რომ არ მომხვედროდა“, – განაცხადა პატრიარქმა.

The post ილია მეორე – ვგრძნობდი, რომ 9 აპრილის ღამეს ხალხი არ დამიჯერებდა – როცა მივმართე, რომ საშიშროება რეალურია, ხალხი გაჩუმდა, სიმშვიდე ჩამოვარდა, მერე კი ყველამ ერთად დაიყვირა – არა! appeared first on TTimes.GE.

პატრიარქმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
9 აპრილის მემორიალთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მივიდა. პატრიარქმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას მიაგო პატივი და პანაშვიდი გადაიხადა.

პატრიარქთან ერთად 9 აპრილის მემორიალთან იმყოფება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

1989 წლის 9 აპრილიდან 30 წელი გავიდა. 30 წლის წინ, რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი ათასობით ადამიანი საბჭოთა არმიამ დაარბია, რის შედეგადაც, დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით მოქალაქე დაიჭრა და სხვადასხვა დაზიანება მიიღო.

The post პატრიარქმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო appeared first on TTimes.GE.

მაია ცქიტიშვილი – უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც სიცოცხლე შეწირეს ქვეყნის თავისუფლებას, ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც გაატარეს აქ 9 აპრილის ღამე და რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ჩვენი ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, დამოუკიდებლობის დაბრუნებას. ეს დღე ყველასთვის ძალიან ტრაგიკულია და მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ქვენის ახალი ისტორიისთვის, მისი ახალი ეტაპისთვის. ყველას უნდა გვახსოვდეს, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას, რომ სწორედ ასეთი მოვლენების, ასეთი ერთიანობის შედეგად არის შესაძლებელი ისტორიის შეცვლა, ჩვენთვის, ყველასთვის ძვირფასი ფასეულობების დაცვა,“- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მაია ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა 9 აპრილის მონაწილეთა ერთიანობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ 9 აპრილი არის დღე, რომელიც უნდა ახსოვდეს ყველას.

„თითოეულმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ამ ადამიანების სიცოცხლეშეწირული ქვეყანა განვავითაროთ და ვეცადოთ სახელმწიფო უფრო ძლიერი გავხადოთ“, – განაცხადა მინისტრმა.

წელს 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. მშვიდობიანი აქცია, რომლის მთავარი მოთხოვნა საქართველოს დამოუკიდებლობა იყო, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა დაარბიეს, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა.

The post მაია ცქიტიშვილი – უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც სიცოცხლე შეწირეს ქვეყნის თავისუფლებას, ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას appeared first on TTimes.GE.