სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დღეს საპატრიარქოში ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ინგრიდა ლევრენცე მიიღო.

როგორც საპატრიარქოს ვებ–გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აღნიშნული, მიღებას ესწრებოდნენ: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

„შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მადლიერება გამოხატა ლატვიის რესპუბლიკის მიმართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ ინგრიდა ლევრენცემ მიღებისთვის მადლობა გადაიხადა და განაცხადა, რომ ლატვიის რესპუბლიკა საერთაშორისო ასპარეზზე მომავალშიც საქართველოს აქტიური მხარდამჭერი იქნება“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

Please follow and like us: