წლის ბოლომდე დაახლოებით 180 სამხედრო მოსამსახურის ოჯახი მიიღებს ბინას, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, იმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებიც კონტრაქტის საფუძველზე მსახურობენ, ბინების მშენებლობა როგორც გორში, ისე თბილისში მიმდინარეობს.

„2019 წლის ბიუჯეტში ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი გავაკეთეთ სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფის საკითხზე. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და 2020 წლისთვის ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომლის წინაშეც სახელმწიფოს კონტრაქტის საფუძველზე აქვს ვალდებულება, დაკმაყოფილდება ბინებით როგორც გორში, ისე თბილისში.

გორში უკვე მიმდინარეობს საცხოვრებელი ბინების რემონტი და წლის ბოლომდე დაახლოებით 180 სამხედროს ოჯახი მიიღებს ამ ბინას. ამასთან, ერთად თბილისში ვიწყებთ ორი ახალი კორპუსის მშენებლობას და მომავალ წელს 480- ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეს გადავცემთ ბინებს.

მინდა გითხრათ, რომ 2013 წლიდან დღემდე ჩვენ საცხოვრებელი ფართით დავაკმაყოფილეთ 1700- ზე მეტი ჩვენი სამხედრო მოსამსახურე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Please follow and like us: