2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან მსოფლიოს 32 ქვეყანაში 12,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 13%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 30 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 21%-ით მეტია.
ქართული ღვინის გადაზიდვები გაზრდილია როგორც ამერიკის, ისე აზიის, ევროპისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. აღსანიშნავია პოლონეთის ბაზარი, რომელმაც ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მეხუთედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი – 42% (628022), ჩინეთი – 7% (600783), და აშშ – 1032% (128145); ასევე ევროპის მიმართულებით: ლიტვა – 75% (104616), საფრანგეთი – 24% (17406), შვედეთი – 313% (9000), ბულგარეთი – 6% (4500), ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: რუსეთი – 17% (8688854), ბელარუსი – 1389% (80394), აზერბაიჯანი – 8% (8814), მონღოლეთი – 189% (66012) და სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (8688854), უკრაინა (976482), პოლონეთი (628022), ჩინეთი (600783) და ყაზახეთი (346152). წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 115-მა კომპანიამ განახორციელა.
ამასთან, მსოფლიოს 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 89%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მსოფლიოს 10 ქვეყანაში ექსპორტირებულია 85,4 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 188% შეადგინა.
მთლიანობაში – ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 43,6 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, ზრდა 2018 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით 13%-ს აღწევს

Please follow and like us: