ამერიკის საელჩო პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს და აქციიის დაშლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ესმის ის ტკივილი, რომელსაც დღეს უამრავი ადამიანი განიცდის.

“მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში”, — წერია საელჩოს განცხადებაში.

სპეცრაზმმა პარლამენტთან მიმდინარე აქცია ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალა.

Please follow and like us: