სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები ბაღჩეულ და ბოსტნეულ კულტურებში ნიტრატების ნორმის განსაზღვრის მიზნით ნიმუშებს იღებენ.

საბითუმო, მსხვილი და მცირე სარეალიზაციო ობიექტებიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე აღებული და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია 80-მდე ნიმუში, მათ შორის, სეზონურობის ფაქტორის გათვალისწინებით – საზამთროსა და ნესვის ნიმუშები.

სურსათის ეროვნული სააგენტო მონაცემებით, ბაღჩეულ და ბოსტნეულ კულტურებში ნიტრატების შემცველობა ნორმას არ აღემატება.

ნიტრატების განსაზღვრის მიზნით წლის ბოლომდე 200-მდე ნიმუშის აღებაა დაგეგმილი.

Please follow and like us: