3 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

School, bag, backpack

ოფიციალურად, სასწავლო წლის დაწყების თარიღი 15 სექტემბერია, თუმცა თუ ეს დასვენების დღეს ემთხვევა, სწავლა მომდევნო სამუშაო დღეს დაიწყება. საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულების თარიღად 15 ივნისია განსაზღვრული. იმ შემთხვევაში თუ 15 ივნისი დასვენების დღეს ემთხვევა, სასწავლო წლის დასრულების თარიღად უნდა განისაზღვროს 15 ივნისის წინა პარასკევი.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო წელი პირველკლასელთათვის 27 მაისს დასრულდება, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს.
ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვარს დასრულდება,

გაზაფხულის არდადეგები კი 8 მარტიდან 14 მარტამდე იქნება.
სააღდგომოდ ბავშვები 17 აპრილიდან 20 აპრილამდე დაისვენებენ.

გარდა ამისა, ოფიციალური დასვენების დღეა 14 ოქტომბერი, სვეტიცხოვლობა.

  • 19 იანვარი – ნათლისღება,
  • 3 მარტი – დედის დღე
  • 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე
  • 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
  • 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე
  • 12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე
  • 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

წყარო: mshoblebi.ge

Please follow and like us: