15 საათის წინ
ეკა დგებუაძე – ტელესკოლა, ონლაინ სწავლება და სხვა მეთოდოლოგია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება
15 საათის წინ
ჯორჯ ვისანი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად განხორციელებული ზომებისთვის აქებს
15 საათის წინ
ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ფულთან ჰქონდა შეხება
15 საათის წინ
პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და კლინიკაში გადაიყვანენ
18 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა

ონისე ბუღაძემ საქართველოს აბსოლუტური ფალავნის წოდებისთვის მესამედ იბრძოლა და წინა ორი ფინალში მარცხის შემდეგ, ტიტულს ახლა მაინც დაეუფლა.

საქართველოს 2019 წლის აბსოლუტური ფალავანისთვის ბრძოლა ონისე ბუღაძემ +100 კგ-ში გამოსვლით დაიწყო და ჩემპიონი გახდა. მერე აბსოლუტური ფალავნობისთვის ნახევარფინალში ახალციხელ ნიაზ დიასამიძეს დაუპირისპირდა და დაამარცხა, ფინალში კი სამტრედიელი გიორგი ზაქარიაძეს სუფთად მოუგო და საქართველოს აბსოლუტური ფალავანის წოდება მოიპოვა.

„აქამდე ფინალში ორჯერ გავედი და ორივეჯერ დავმარცხდი. წელსაც ძალიან ძლიერი მეტოქეები მყავდა, განსაკუთრებით დაძაბული ფინალი იყო, მაგრამ ყველაფერი კარგად წარიმართა, გავიმარჯვე და ეს ჩემთვის დიდი სიხარულია. სხვათა შორის, მესამე მოჭიდავე ვარ დასავლეთ საქართველოდან, რომელმაც საქართველოს აბსოლუტური ფალვანის მოიპოვა. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში დამიდგა და მგულშემატკივრობდა“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან 2019 წლის აბსოლუტური ფალავანი ონისე ბუღაძე.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს დასავლეთ საქართველოს წარმომადგენელმა საქართველოს აბსოლუტური ფალავანის წოდება 1989 წელს მოიპოვა – მაშინ ჩემპიონი ზესტაფონელი გია გაჩეჩილაძე გახდა.

წყარო: 1tv.ge
Please follow and like us: