2 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
2 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
2 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
2 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები
2 დღის წინ
კელი დეგნანი – როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

ჩინეთში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის შესამოწმებლად სპეციალურ აღჭურვილობას ამონტაჟებენ, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

შესაბამისი მოწყობილობები მთელი ქვეყნის მასშტაბით, თვითმფრინავებში, მატარებლებსა და ავტობუსებში დამონტაჟდება. მგზავრებს კი, რომლებსაც ინფექციის ნიშნები აღმოაჩნდებათ, დაუყოვნებლივ უახლოეს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანენ.

კორონავირუსთან დაკავშირებით კარანტინი ჩინეთი 18 ქალაქშია გამოცხადებული. ამ ქალაქებში მოსახლეობის საერთო რაოდენობა 56 მილიონს აჭარბებს. ჩინეთში კორონავირუსის დიაგნოზით მთელი ქვეყნის მასშტაბით 1300 ადამიანი მკურნალობს.

ახალი კორონავირუსის გავრცელება ხუბეის პროვინციის ქალაქ უხანში დაიწყო. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთსა და ავსტრალიაში.

Please follow and like us: