26 თებერვალს, რელიგიის სააგენტო 2018-2019 წლების საქმიანობის ანგარიშს წარადგენს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის სააგენტოდან აცნობეს, გაიმართება რელიგიის სააგენტოს 2018-2019 წ.წ. ანგარიშისა და ფოტოალბომის – „რწმენა თავისუფლების აქტია“ პრეზენტაცია.

„პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის, მედიის წარმომადგენლები.

ანგარიშს წარადგენს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში,

Please follow and like us: