11 წთ წინ
ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა
1 საათის წინ
ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის 183 მილიონ ევროს გამოუყოფს
1 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 უკვე გამოჯანმრთელდა
2 დღის წინ
პატრიარქი – უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს
2 დღის წინ
თენგიზ ცერცვაძე – საქართველოს ინფექციის გავრცელებით 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით

რომში კათოლიკური ეკლესიები დაიკეტა. ინფორმაციას CNN- ავრცელებს.ეკლესიები 3 აპრილამდე იქნება დახურული.

ისტორიკოსი ამბობს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რომში ყველა ეკლესია დაიხურა.

რომის ეკლესიის ვებგვერდზე გაკეთებული განცხადების მიხედვით, კარდინალმა განაცხადა, რომ აღნიშნული აუცილებელია, რადგან “ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ვირუსის ბუნება”. შედეგად, მორწმეუნეები გათავისუფლებული იქნებიან საკვირაო ლოცვაზე დასწრების ვალდებულებისგან.

ცნობისთვის, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24-საათში 188-ით გაიზარდა. შესაბამისად, ინფექციის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1015 ადამიანს შეადგენს. რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, ქვეყანაში, კორონავირუსის 2 650 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირებულია 15 112 ადამიანი.

რაც შეეხება გლობალურ მონაცემებს, მსოფლიოში კორონავირუსის 132 992 შემთხვევა არის დადასტურებული, გარდაიცვალა 4945 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 68 891 პაციენტი.

Please follow and like us: