სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს. საქართველოს მოსახლეობის 59 პროცენტი კი საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს.

საქსტატის დათვლით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3,72 მილიონი ადამიანი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0,2 პროცენტით ნაკლებია. 2019 წელს იყო დადებითი ბუნებრივი მატება (1 637) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-8 243)

Please follow and like us: