115211საყდრისის ირგვლივ არსებული დაძაბულობის განსამუხტად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო კომპანია RMG GOLD-ს მუშაობის დროებით შეწყვეტას სთავაზობს.

სააგენტოს ხელმძღვანელი საკითხთან დაკავშირებით დღეს ბოლნისს ეწვევა. მანამდე კი ბოლო ინფორმაციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს გააცნობს. შესაძლოა საბადოს ტერიტორია დღესვე მინისტრმაც მოინახულოს.

საყრდრისთან დაკავშირებით აქცია უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს. „საზოგადოებრივი ინიციატივის“ წევრები და გარემოს დამცველები საბადოში მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას, ექსპერტების საბადოში შეშვებას  და საყდრისისთვის კვლავ ძეგლის სტატუსის დაბრუნებას ითხოვენ. საკითხის შესასწავლად უცხოელი ექსპერტები 10 დღის ვადაში ჩამოვლენ.

22.04.14

Please follow and like us: