• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ოპერის ქართველი მომღერალი, რომელმაც საერთაშორის ფესტივალზე გრაცში საუკეთესო მუსიკალური მომღერლის ტიტული მიიღო

11 years ago
კატეგორია: კულტურა, მთავარი მოვლენები
A A
ოპერის ქართველი მომღერალი, რომელმაც საერთაშორის ფესტივალზე გრაცში საუკეთესო მუსიკალური მომღერლის ტიტული მიიღო
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ნიჭი ყველა ადამიანს აქვს, თუმცა ამ  ნიჭს აღმოჩენა და განვითარება სჭირდება. ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებშიც ჩადებულია უფრო ღრმა და უფრო მეტი პოტენციალი. რომ ვამბობთ, ქართველები ნიჭიერი ერი ვართო, ამას ხშირად გაზვიადებაში გვითვლიან, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება… ჩვენს გარშემო უამრავი ნიჭიერი ადამიანია, ისინი წინ მიიწევენ და საკუთარ პროფესიაში წარმატებულნი ხდებიან. ჩვენ კი ისღა დარგვღჩენია, რომ ასეთ ადამიანებს ვუგულშემატკივროთ და მათი წარმატებებით ვიამაყოთ. ერთ- ერთი ასეთი პერსონა, ოპერის ქართველი მომღერალი მარიამ ნაჭყებია გახლავთ, რომელმაც სულ ახლახანს ქალაქ გრაცში ჩატარებულ ფესტივალზე საუკეთესო მუსიკალური მომღერლის ტიტული მიიღო. „თბილისი თაიმსი“ მარიამს მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ესაუბრა, ეს ყველაფერი, კი იმაზე  გაცილებით საინტერესო აღმოჩნდა ვიდრე მოველოდი.

15917_811033132268097_5011135612153203789_nმოგვიყევით თქვენი მოკლე ბიოგრაფია?

დავიბადე მომღერლის ოჯახში, შემდეგ გადაწყდა, რაც თავადაც ძალიან მინდოდა, რომ საოპერო მომღერალი გავმხდარიყავი. მიმაბარეს მაესტრო ნოდარ ანდღულაძეს. ის თან ჩემი ნათლია იყო, ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია  მასათან ურთიერთობა. ჩავაბარე კონსერვატორიაში, ვსწავლობდი მასთან. შემდეგ უკვე დავამთავრე ქალბატონ გულიკო კარიაულთან, ასევე ძალიან ძლიერ და კარგ პედაგოგთან. ახლა ვმოღვაწეობ ხან უცხოეთში და ხან საქართველოში. ძალიან დატვირთული ცხოვრება მაქვს, ძალიან ბევრ სქველმოქმედო საღამოებში ვიღებ მონაწილეობას. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნი 2013 წლის 4 იანვარი, ეს იყო პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელიც ფონდმა „იავნანამ“ გაკეთა.  ასევე ფომნდმა „იავნანამ“ 2013 წელს ჩამოიყვნა უდიდესი დირიჟორი და ბარიტონი ხუან ხესუს როდრიგესი, რომელთანაც ჩემი დებიუტი შედგა და ოპერა „რიგოლეტოში“ ჯილდას პარტია შევასრულე. 2014  წლის 22 მარტს გრანდიოზული კონცერტი გავაკეთეთ მე და ჩემმა მეგობრებმა,  მაესტრო ვახტანგ კახიძის დახმარებით. დავეხმარეთ ბერი ანდრის ფონდის ბავშვებს,  მაშინ მათ არ ქონდათ დაფინასება.  საკმაოდ დიდ თანხა შევაგროვეთ და მათ გადავეცით. 13 აგვისტოს მკერდის სიმსივნიან ქალებს მივუძღვენით კონცერტი, მათაც არ აქვთ დაფინანსება და ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა  ამ ღონისძიებას, 2 ნოემბერს დასკვნითი საღამო  გვქონდა. ახლა ვაკეთებთ საქვემოქმედო საღამოს ბავშვებისათვის,  რომლებიც არიან ლეიკემიით დაავადებულნი, ბავშვებისათვის რომლებიც არიან სოცილაურად დაუცველები,  ასევე მოხუცები, რომლებიც თავშესაფრებში ცხოვრობენ, მკერდის სიმსივნიანი ქალები, რომლებიც გარდაიცვალნენ და შვილები დარჩათ.  ვაგროვებთ მათ წერილებს, რომლებსაც უწერენ თოვლის ბაბუას და  გვინდა, რომ  შევუსრულოთ  სურვილები.  ეს იდეა გაუჩნდა ფონდს  „საქართველო საქმიანი ქალები,“ ამ ფონდში გაწევრიანებულები ვართ მე და ჩემი მეგობრები. 1947549_881732705193426_5162863538286826002_n21 დეკემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება  საქველმოქმედო საღამო.   ბილეთები არ გაიყიდება, იქნება ყუთები, სადაც შესაძლებელი იქნება ფულის ჩაყრა. ასევე მოვიძიეთ სპონსორები, რომლებიც გადარიცხავენ ფულს. ესენი გახლავთ საბავშვო ბაღი  – „მუნდერლენდი“ და უნივერსიტეტი – „სეუ“, ისინი დაუყოვნებლივ ჩაერთვნენ ამ აქციაში. დიდი იმედი მაქვს, როდესაც ეს გაშუქდება, კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება. 

მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ, მიუძღვით თუ არა მათ წვლილი, რომ თქვენ მომღერალი ბრძანდებით?

მამა წლების მანძილზე  ოპერის სოლისტი იყო. სამწუხაროდ წელს, ზაფხულში გარდაიცვალა. ეს ძალიან მტივნეულად გადავიტანეთ და დღემდე გადაგვაქვს ყველას.  ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩემმა ოჯახმა იმაში, რომ დღეს მე ოპერის მომღერალი ვარ.   დროთა განმავლობაში მეც მივხვდი, რომ ეს ჩემს პროფესიად უნდა ქცეულიყო, ამის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.

558900_629577020413710_1369808669_n

თუ გახსოვთ ის ემოცია, რაც პირველად სცენაზე გასვლის დროს დაგეუფლათ?

ზუსტად 11 წლის ვიყავი, როდესაც სცენაზე პირველად გამოვედი.  ნუცა ჭირაქაძემ მომისმინა და  გადაწყვიტა, რომ კონცერტზე გავეყვანე.  ბატონმა გოგა  შავრაზაშვილმა დამიკრა „დღე პირველი დღე უკანსაკნელიდან“ ინოლა გურგულიას სიმღერა. ეს იყო წარუშლელი შთაბეჭდილება ჩემთვისაც და ყველა იმ  ადამიანისთვის ვინც ჩემს გარშემო იყო. ეზოდან უცებ მოვხვდი სცენაზე და ამით მოვიწამლე. ოპერით  დავინტერესდი, როდესაც ჩავაბარე მუსიკალურ სასწავლებელში და  დავამთავრე ათწლედი. მანამდე საფორტეპიანო განხრით ვსწავლობდი და შემდეგ უკვე ვოკალურ განხრაზე  გადავედი. კონსერვატორიასთან არსებული ათწლედი, როდესაც დავამთავრე  უკვე მზად ვიყავი, რომ კონსერვატოიაში ჩამებარებინა.

1459918_629577973746948_849303451_n

თქვენ ახლახანს წარმატებით გამოხვედით საერთაშორის ფესტივალზე გრაცში და აიღეთ საუკეთესო მუსიკალური  მომღერლის ტიტული, რა არიები შეასრულეთ ამ ფესტივალზე? რა შეგრძნებაა ეს წარმატება თქვენთვის?

ამ ყველაფერს აკეთებდა აკადემია „ბელკანტო,“კერძოდ ქალაქ გრაცში. პირველ ტურში შევასრულე პამინას არია ოპერიდან „ჯადოსნური ფლეიტა“, მათვის საოცრებაა, როდესაც ავსტრიაში  მოცარტს ასრულებ. ეს შესრულება უნდა იყოს ძალიან მაღალ დონეზე. თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ მართლა ძალიან კარგად გამომივიდა.  მეორე ტურში შევასრულე დონიცეტის „დონ პასკუალედან“ ნორინას პარტია.  მესამე ტურში  უკვე თავად მოითხოვეს, რომ მემღერა ჯილდას პარტია ოპერიდან „რიგოლეტო“. სცენაზე, როდესაც  გამომიძახეს და სუკეთესო მუსიკალური მომღერალი გავხდი, მითხრეს– ჯილდასა და ამინას პარტიებს  იმდენად კარგად ვმღერი,  რომ ეს პარტიები რაც შიძლება ხშირად უნდა  შევასრულო. ამ ყელაფრის შემდეგ, ძალიან ბედნიერი ვიყავი.

270746_223089411062475_4580959_n

თქვენ მასტერკლასი გაიარეთ კრისტა ლუდვიგთან და სხვა ცნობილ  მომღერლებთან,  მოგვიყევით ამის შესახებ?

მასტერკლასები გავიარე კრისტა ლუდვიგთან, ილდიკო რაიმონდისთან ზუსტად ფინალის დღეს მქონდა მასტერკლასი.  მივედი მასთან, ვიმღერე ჯილდას პარტია და შემდეგ ვეცადე, რომ ყველაფერი გამეთვალისწინებინა რაც მან მითხრა. ასევე გავიარე მასტერკლასები გამოჩენილ ტენორთან  ჯაკომო არაგალისთან. ის მოიხიბლა ჩემი გარეგნობით, როგორც ჩანს მათთვის უცხო გარეგნობია მაქვს, იქ  “ Mis Georgias“  მეძახდნენ.

10425154_721082431312500_5479989118683303052_n

ამ კონკურს ხელმძღვანელობდნენ  ნათელა ნიკოლი იგივე ნათელა ჭყონია და  ეთერ ლამურისი, ასევე ისინი სათავეში უდგანან  აკადემია „ბელკანტოს,“  როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ თქვენთან და რამდენად წარმატებულნი არიან ისინი?

ისინი ძალიან წამარმატებულები არიან და აკეთებენ ძალიან ბევრ კეთილ საქმეს.  ისინი სათავეში უდგანან აკადემია „ბელკანტოს.“ ეს ძალიან დიდი სკოლაა ყველასთვის, ვინც იქ ჩადის. სამწუხაროდ მე მანამდე ვერ მოვახრეხე წასვლა დაფინანსების პრობლემის  გამო. ფესტივალამდე ორი კვირით ადრე სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩავიდნენ და გაიარეს მათთან მასტერკლასები. ჩემს მიმართ და საერთოდ ქართველების მიმართ ძალიან თბილად იყვნენ განწყობილნი. ერთ ამბავს გავიხსენებ – სამაჯური მაქვს, რომელიც იერუსალიმიდან ჩამომიტანეს, მას ბევრი ხატები აქვს, ეს სამაჯური სულ მეკეთა. მეორე ტურის წინ, როდესაც სამაჯურს დავხედე ერთ–ერთი ხატი აკლდა. არასოდეს დამავიწყდება,  ვიჯექი და ჩემი გამოსვლის დროს ველოდებოდი, გამოვიდა ქალბატონი ეთერი გამამხნევა და ხატი მაჩუქა. ეს ისეთი სიმბოლური იყო, რომ ცრემლები მომადგა. ძალიან მადლიერი ვარ მათი.

388702_313209728703305_2001582258_n

თქვენ დაფინანსების პრობლემა ახსენეთ და რატომ შეგექმნათ ეს პრობლემა?

იმ პერიოდში, როდესაც მე მივდიოდი, შეიცვალა კულტურის მინისტრი. მითხრეს, რომ ბიუჯეტი არ ქონდათ და ა.შ. ხშირად გვაქვს  პრობლემა, რომ დაფინანსების გამო ვერ მივდივართ საზღვარგარეთ.

268571_223088994395850_2193946_n

კიდევ რა კონკურსებში გაქვთ მიღებული მონაწილეობა? 

კონკურსებში არ ვიღებ მონაწილეობას,  რადგან კონკურსები არ მიყვარს. გრაცში ეს კონცერტი,  საფესტივალო სახის იყო  და ამიტომ მივიღე მონაწილეობა.

577047_526976070673806_1941705511_n

თქვენ ძალიან ბევრ საინტერესო პედაგოგთან გქონდათ ურთიერთობა, მოგვიყევით მათ შესახებ? ასევ რა გასწავლათ მათთან ურთიერთობამ?

დავიწყე მაესტრო ნოდარ ანდღულაძესთან.  საოცრებაა ის, რომ როდესაც ის ბევრ რამეს მეუბნებოდა, მაშინ ვერ ვიგებდი,  სწორედ ახლა ვიგებ და მახსენდება მისი ნათვამი.   ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომიწია მასთან ურთიერთობა.  ასევე ქალბატონ გულიკო კარიაულთან, რომელიც ძალიან მიყვარს, მართლა დიდი პედაგოგია. ძალიან ხშირ მასტერკლასებს გავდივარ ლუდმილა ივანოვასთან, ეს ქალბატონი თავის დროზე ძალიან ძლიერი კონცერტმეისტერი იყო და ახლა უკვე პედაგოგია. ის არის პაატა ბურჭულაძის, მაია გულეგინას და სხვა მრავალი მომღერლის გამზრდელი. მასთან ხშირად ჩავდივარ  ხან გერმანაიში, ხან ოდესაში, ან ის ჩამოდის საქართველოში. კონსერვატორიაში, როდესაც   ვსწავლობდი, ჩამოვიდა ბატონი ვაჟა ჩაჩავა. სწორედ   მან მასწავლა კამერული სიმღერა და დამანახა თუ რამდენად ღრმაა მუსიკა.  მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩემს განვითარებაში.

1457481_246274102191931_1789099475_n

გაქვთ რაიმე საოცნებო არია, რომელიც ჯერ არ შეგისრულებით?

კი არის ასეთი, უბრალოდ მისი შესრულება ჯერ ადრეა. ამისათვის ვმუშაობ და ჯერ კიდევ დიდი გზა ამაქვს გასავლელი. ეს არის  ვერდის ოპერა „ტრავიატადან“ – ვიოლეტას პარტია. ჯერ სხვა პარტიებს ვამზადებ, რომ  ჩემი შესრულება იყოს ღირებული.

481778_477697598934987_622566378_n

როგორ ფიქრობთ ყველაზე მეტად რა ეხმარება ადამიანს წარმატებაში? და რა არის თქვნი წარმატების ფორმულა?

ადამიანს წარმატებაში ყველაზე მეტად ეხმარება რწმენა. რწმენა საკუთარი თავისა,  რწმენა უფლისა და რწმენა იმისა, რომ ნიჭიერია. უბრალოდ ხანადახან გული გვწყდება, რადგან ნიჭიერ ადამიანებს მეტი ხელშეწყობა გვჭირდება, დაინტერსება კი არ არის.

923422_828774220506017_8427000710065582439_n

საქართველოში დღეს როგორია საოპერო ხელოვნების დონე? რა პრობლემებს ხედავთ?

პრობლემა არ არის. უბრალოდ საშუალება უნდა მიეცეთ ახალგაზრდებს, რომ ბევრი იმღერონ. სცენაა საჭირო იმისათვის, რომ შემოქმედებითად გაიზარდონ. ჩემი აზრით ბევრი ნიჭიერი უნდა მიუშვან სცენასმდე. კონსერვატორიას, რომ ამთავრებენ, ისე არ უნდა იყოს მოწყოობილი, რომ ჰაერში რჩებოდნენ. მე მესმის, რომ ყველა მომღერალი ვერ გახდება, მომღერალში ვგულისხმობ სოლისტს. კონსერვატორიის საოპერო სტუდიამ ძალიან გამზარდა. მე და ჩემი ახლანდელი კოლეგები არ  ვიშურებდით ძალას, რომ რაც შეიძლება მეტ სპეკტაკლში გვემღერა. ასე, რომ საოპერო სტუდია ძალიან დიდ საქმეს აკეთებს და მათაც ჭირდებათ ხელშეწყობა.

რას ურჩევთ იმ მომღერლებს, რომლებიც ახლა იწყებენ?

მათ ვურჩევდი, რომ იყვნენ მომთმენნი. მოითმინეთ, ნუ გინდათ, რომ პირდაიპირ გახდეთ დიდი მომღერლები. ძალიან რთული და მწარე გზაა გასავლელი.

487961_526603097377770_2071689718_n

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები? კიდევ რის გაკეთებას აპირებთ?

ჩემი სამომავლო გეგმა რამდენიმე კონცერტის ორგანიზება და რა თქმა უნდა, ახალი ოპერის თეატრში სიმღერა გახლავთ.

15.12.14

ანო მუქათარიძე

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

12/04/2025
„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს
ახალი ამბები

„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს

12/04/2025
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა
ახალი ამბები

მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა

12/02/2025
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025
საჯარო სკოლებში,1-ელიდან  მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება
ახალი ამბები

საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება

12/02/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In