საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართება საიუბილეო სხდომა, რომელიც ეძღვნება გამოჩენილ აფხაზ მეცნიერს, პედაგოგს და საზოგადო მოღვაწეს, საქრთველოს მეციერების დამსახურებულ მოღვაწეს, საქართველოს სახელმწიფო და დიმიტრი გულიას სახელობის პრემიების ლაურიატს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს გიორგი ზიზარიას დაბადების 100 წლისთავს.
საიუბილეოა სხდომა გაიმართება 7 მაისს 15:00 საათზე. სხდომას გახსნის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი.
05.05.14