საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფოსი, ავთანდილ სუდაძე ზემო მლეთაში იმყოფება და სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ადგილზე ეცნობა.
მისი ინფორმაციით, სიტუაცია კონტროლირებადია და ჩამოწოლილ ღვარცოფს მნიშვნელოვანი ზარალი არ გამოუწვევია. დაზიანებულია მცირე ხიდ-ბოგირი და დროებით შეფერხდა სატრანსპორტო მოძრაობა. ამჟამად სტიქიის ზონაში გზა ყველა მიმართულებით გაწმენდილია და განვლადობის პრობლემა, ფაქტობრივად, არ არსებობს.
ადგილზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რომლებმაც ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან შესაბამისი ინსტრუქცია მიიღეს. ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია დაადგენს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ზემო მლეთაში სტიქიისგან მიყენებული ზარალის უმოკლეს დროში აღმოსაფხვრელად ყველაფერს გააკეთებს.
12.06.14