
ოთხშაბათს, ნიუ იორკში პაპარაცებმა რიანას მარცხენა ხელზე უშველებელი ბრილიანტის ბეჭედი შენიშნეს. ის მოხერხებულად ატრიალებდა ხელს, ისწორებდა საყურეებსა და საყელოს, თითქოს სურდა ბეჭედი ყველასათვის ეჩვენებინა.
კამერების წინ მისმა ასეთმა მოქმედებებმა შთაბეჭდილება შექმნა, რომ მას ცოლობა სთხოვეს და ის ამით ამაყობდა. მისი სავარაუდო დანიშვნის შესახებ სტატიები უკვე გავრცელდა. თუმცა, განა არ შეიძლება გოგონამ უბრალოდ ატაროს ბრილიანტის ბეჭედი?
წყარო: marao.ge














