25 თებერვალს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება ელჩების დონეზე. კომისიის სხდომაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განხილული იქნება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებები და ის საფრთხეები, რასაც რუსეთის ანექსიური პოლიტიკა შეიცავს.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტემბერგთან.