საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ უკრაინისთვის ფინანსირების გაზრდის საკითხი დაამტკიცა.
“უნიანის” ინფორმაციით, უკრაინის მთავარმა კრედიტორმა – საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მხარი დაუჭირა უკრაინის ეკონომიკის კრედიტირების საკითხს გაფართოებული დაფინანსების გამოყენებით, 17,5 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ, რაც უკრაინას 4 წლის ვადით მიეცემა.
სააგენტოს ინფორმაციით, ფონდის ხელმძღვანელის კრისტინ ლეგარდის განცხადებით, აღნიშნული თანხა უკრაინაში რეფორმების განხორციელებას მოხმარდება.