საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საქართველოს ეზიდურ თემს კლოჩე სარე სალის დღესასწაულს ულოცავს.
“კლოჩე სარე სალი განახლების, გაზაფხულის, ახალი სიცოცხლის, ახალი წლის დაწყების სიმბოლოა. ამ დღესასწაულს ეზიდები რამდენიმე დღის მანძილზე სხვადასხვა ტრადიციული საოჯახო და სახალხო რიტუალებით აღნიშნავენ. საქართველოს სახალხო დამცველი ეზიდურ თემს საქართველოში კეთილდღეობას უსურვებს”, – ნათქვამია სახალხო დამცველის მილოცვაში.