18-19 მაისს საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით ავსტრიის პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი ეწვევა. როგორც საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღინისძიება, იქიდან გამომდინარე, რომ ავსტრიის მხრიდან ამ დონის ვიზიტი საქართველოში არ განხორციელებულა.
“ამ ვიზიტს უდიდესი დატვირთვა ენიჭება, განსაკუთრებით რიგის სამიტის წინა დღეებში. ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება ოთხი მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ტექნოლოგიების და ინფრასტრუქტურული ტექნოლოგიების სფეროში”,- განაცხადა ფხალაძემ.
მისივე ინფორმაციით, ვიზიტის მეორე დღეს, 19 მაისს საქართველო- ავსტრიის ბიზნესფორუმი გაიმართება.
ავსტრიის პრეზიდენტი საქართველოში მეუღლესთან ერთად ჩამოვა.