“მოვხვდით რამდენიმე მნიშვნელოვან რეიტინგში. განსაკუთრებით კი ნიშვნელოვანია, რომ National Geographic-მა 50 ქვეყანას შორის მოგვახვედრა და რამდენიმე მილიონიან მკითხველს საქართველოში მოგზაურობა ურჩია,“ – აცხადებს საქართველოს ტურზიმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, რომელის “თბილისი თაიმსს” ესაუბრა. რა ახალი პროექტები განახორციელა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, როგორ უნდა მოხდეს ტურისტების რაოდენობისს გაზრდა, რამდენად მზად ხვდება ჩვენი ქვეყანა ტურისტებს, ამ და სხვა საინტერესო საკითხზე პასუხებს, ინტერვიუდან შეიტყობთ.
ბატონო გიორგი, დაგვისახელეთ ის ახალი პროექტები, რომელიც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უკვე განახორციელა?
– წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია განაგრძობს ტურიზმის მცირე ინფრასტრუქტურის განვითარებას, საქართველოს ცნობადობის ამაღლებას მსოფლიოში, მარკეტინგული აქტივობების იმპლემენტაციას, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ბაზრებზე, ტურისტული პროდუქტების განვითარებას და სერვისის ხარისხის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა ტრენინგების ორგანიზებას.
საქართველოში მრავალო ფაქტორის გამო გვაქვს დიდი პეპრესქტივა MICE ტურზმის (საკონფერენციო ტურიზმის) განვითარების კუთხით და ამ მიმართულებით გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები. უკვე მომზადდა და დაიბეჭდა კატალოგი ინგლისურ და რუსულ ენებზე, რომელსაც საერთაშორისო გამოფენებზე წავიღებთ და სწორედ ეს კატალოგი წარმოაჩენს საქართველოს პოტენციალს საქმიანი ტურიზმის მიმართულებით.
ერთერთ მნიშვნელოვან პროექტს შორის რომელიც წელს განხორციელდა, გამოვყოფდი საერთაშორისო მედია ფორუმს რომელიც თბილისში 10 მარტს ჩატარდა და მას ჩვენი ადმინსიტრაციის ორგანიზებით 6 ქვეყნის 48 ჟურნალისტი დაესწრო. ფორუმის გარდა მედიის წარმოამდგენლებს ჰქონდათ საშუალება გაცნობოდნენ როგორც კულტურული, ასევე ღვინის ტურუიზმისა და სამთო სათხილამურო კუროტების შესაძლებლობებს, თბილისის გარდა ეწვივნენ სიღნაღს, წინანდალს, მცხეთას, გუდაურს, გორს, წყალტუბოს, ახალციხესა და ბათუმს.
2015 წელს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს ტურიზმის ეროვნული სტრატეგია წარმოადგენს, რომელზე მუშაობაც უკვე სრულდება, ეს სტრატეგია განსაზღვრავს სექტორის ხედვას 2025 წლამადე. ეს დოკუმენტი წარმოადგენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარების სტრატეგიას და არა მხოლოდ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხედვას. შესაბამისად, მიმდინარეობს საკონსულტაციო შეხვედრები, რომლებშიც ჩართული არიან, სხვადახვა სახელმწიფო უწყების, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ტურიზმის მრჩეველთა საბჭო, ადგილობრივი და საერთაშორისო (Solimar International) ექსპერტები. სტრატეგია მოიცავს სხვადასხვა თავს, მათ შორისაა ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა მარკეტინგი, ტურისტული პროდუქტები, ტურიზმის პოლიტიკა, ინფრასტრუქტურა და სხვა. სტრატეგია განსაზღვრავს სექტორის ხედვის 2025 წლამადე და 5 წლიან სამოქმედო გეგმას. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სტრატეგია დინამიური დოკუმენტია და მისი გადახედვა პერიოდულად მოხდება. დღეისათვის ადმინისტრაცია განაგრძობს დოკუმენტზე მუშაობას კონსულტაციებისაგან მიღებული შედეგების გათვალისწინებით. პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.
განხორციელებულ პროექტებზე საუბრისას, უნდა ითქვას ისიც, რომ ადმინისტრაციაში შეიქმნა ინტერნეტ – რეკლამის ჯგუფი, განახლდა ჩვენი საიტი სადაც შესაძლებელია ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება საქართველოს შესახებ.
ზოგადად ჩვენს გვაქვს უდიდესი მხარდაჭერა და თანადგომა მთავრობის მხრიდან, დაწყებულია უწყებათაშორისო კოორდინაცია, რომ ტურიზმის პრობლემები და გამოწვევბი ერთობლივად იქნეს განხილული.
წელს უპრეცენდეტო აქტივობა გვაქვს უცხოეთის ბაზრებზე, CNN-სა და Euronews-ზე ტრიალებს საიმიჯო რგოლები საქართველოს შესახებ, რაც აუცილებლად მოიტანს დადებით შედეგს. იანვრიდან მოყოლებული წელს უკვე გვეწვია 23 პრეს-ტური – თურქეთიდან (მათ შორის CNN-ის წარმოამდგენლები), რუსეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, იტალიიდან, შვედეთიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან, ლატვიიდან, ლიტვადან და ესტონეთიდან-ჯამში 200 ზე მეტი ჟურნალისტი. ასევე მოეწყო გაცნობითი ტურები ინდოეთიდან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან და საბერძნეთიდან – და საქართველოში ჩვენი ორგანიზებით ამ ტურების ფარგლებში ჩამოვიდა 51 ტუროპერატორი კომპანია.
ასევე ხაზგასასმელია, რომ მოვხვდით რამდენიმე მნიშვნელოვან რეიტინგში. განსაკუთრებით კი ნიშვნელოვანია, რომ National Geographic-მა 50 ქვეყანას შორის მოგვახვედრა, და რამდენიმე მილიონიან მკითხველს საქართველოში მოგზაურობა ურჩია. გარდა ამისა საქართველოზე მარტო წელს National Geographic-მა კიდევ 3 სტატია დაწერა ასევე გამოქვეყნდა სტატიები New yourk Times-ში, გარდიანში, CNN-მა სოციალურ ქსელში სვანეთის ფოტოები ატვირთა, სტატია დაიბეჭდა გავლენიან ამერიკულ გამოცემა ბლუმბერგში, სადაც გამოცემის მიმომხილველმა მკითხველს საქართველოში მოგზაურობა და ქართული ღვინის დაგემოვნება ურჩია. ქართული ღვინისა და კერძების შესახებ სტატია დაიბეჭდა Washington Post-შიც. სვანეთის სოფლებს BBC-ის ჟურანლსიტმა ევროპის ძლიერი და ლეგენდარული სოფლები უწოდა და სტატია გამოაქვეყნა.
ეს ყველაფერი, ჯამში ხელს უწყობს საქართველოს პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას მსოფლიოში და მკითხველს უჩენს სურვილს, რომ იმოგზაურონ ჩვენს ქვეყანაში.
რა კომპლექსური ხასიათის გეგმა არსებობს, რომლის დახმარებითაც ქვეყანა შეძლებს ტურისტების რაოდენობის გაზრდას?
– ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წლის განმავლობაში მრავალ პროექტს ახორციელებს რომელიც სწორედ ტურიზმის განვითარებას და წახალისებას ემსახურება. მათ შორის უმნიშვნელოვანესია მარკეტინგული აქტივობები, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხორციელდება და საქართველოში ტურისტების მოზიდვისკენ არის ორიენტირებულ, რომელზეც ზემოთ უკვე მოგახსენეთ. ასევე გვაქვს პროექტები – შიდა ტურიზმის სტუმულირებისთვის-ტარდება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები სხვადასხვა რეგიონში, რომელიც მათ უნიკალურობასა და იდენტურობას წარმოაჩენს და საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის შიგნით მოგზაურობის სურვილს უჩენს. ზაფხულის სეზონისთვის დავიწყეთ შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანია ,,გაიცანი საქართველო“, რომელშიც ძალიან ბევრი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი არის ჩართული, დავამზადეთ სპეციალური ვიდეო რგოლები რომელიც ტელეარხებზე ტრიალებს, ვატარებთ პრეს ტურეს და ეს ყველაფერი ჯამში ვფიქრობთ რომ ბევრ ადამიანს მისცემს ბიძგს რომ სწორედ საკუთარი ქვეყნიდან დაიწყონ მოგზაურობა. გარდა ამისა, ვქმნით მცირე ინფრასტრუქტურას, ტურისტულ პროდუქტებს და ვატარებთ სხვადასხვა სახის ტრენინგებს. მჭიდრო კოორდინაციაში ვართ როგორც სამთავრობო რგოლთან ასევე კერძო სექტორთან. რადგანაც მათი ჩართულობისა და მათთან თანამშრომლობის გარეშე წარმოუდგენელია სფეროს განვითარება.
წელს რა რაოდენობის ტურისტების შემოსვლას ელოდებით?
– 2014 წელს საქართველოს უპრეცედენტო რაოდენობის ტურისტი ეწვია და ამ რიცხვმა ჯამში თითქმის 5 მილიონ ნახევარს მიაღწია. ჩვენი მთავარი მიზანი რა თქმა უნდა ამ მონაცემების გაუმჯობესებაა, მაისის თვეში უკვე დაფიქსირდა ზრდა, ტურისტების ნაწილში, ეს იყო 5 % იანი ზრდა, საერთაშორისო ვიზიტორებში კი, 14,7 % იანი ზრდა. ჩვენი მარკეტინგული კამპანიებისა და აქტივობების გათვალისწინებით დარწმუნებული ვართ, რომ წლის ბოლოს კიდევ უფრო კარგი მონაცემები გვექნება.
თქვენი მუშაობის პერიოდში, რამდენად გააქტიურდა ქვეყნის რეკმალირება და რა მიმართულებით? რეკლამირების კუთხით, რომელი ახალი ბაზრები იქნა ათვისებული?
– როგორც უკვე გითხარით, საქართველოს რეკლამა უკვე გადის Euronews-ზე, ეს არის 30 წამიანი საიმიჯო რგოლი ქვეყნის შესახებ, მოგეხსენებათ რომ Euronews-ს ჰყავს 400 მილიონიანი აუდიტორია, მაუწყებლობს 14 ენაზე, 155 ქვეყანაში და ვფიქრობთ, რომ ძალიან ეფექტური შედეგი ექნება რეკლამას, რომელიც 21 კვირის განმავლობაში იტრიალებს Euronews-ზე.
გარდა ამისა საქართველოს საიმიჯო რგოლი ტრიალებს მსოფლიოში ერთერთ ყველაზე ცნობილ, რეიტინგულ და პოპულარულ ტელეარხზე CNN-ზე, რომელაც ასევე რამდენიმე ასეულ მილიონიანი აუდიტორია ჰყავს.
ვიდეორგოლების გარდა, საზღვარგარეთ ქვეყნის პოპულარიზაციისთვის კიდევ რამდენიმე მეთოდს ვიყენებთ. მათ შორისაა საერთაშორისო გამოფენები, დაახლოებით 24 გამოფენაში ვიღებთ ყოველწლურად მონაწილეობას, სადაც ხდება საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპუალრიზაცია. ამ გამოფნებზე ჩვენთან ერთად დადის კერძო სექტორიც, ტურისტული კომპანიები, სასტუმროები და ისინი ამყარებენ უშუალოდ კონტაქტს საზღვარგარეთ პარტნიორებთან და მუშაობენ ტურისტული ნაკადების შემოყვანაზე.
ასევე, თითქმის უწყვეტ რეჟიში, საქართველოს ჩვენი ორგანიზებით სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჟურნალისტები, ტელევიზიის ასევე პრესის წარმოამდგენლები, ბლოგერები, ვუტარებთ მათ პრესს-ტურს, ვაცნობთ მთელ საქართველოს და საკუთარ ქვეყნებში დაბრუნების შემდეგ ისინი აკეთებენ გადაცემებს ან წერენ სტატიებს საქართველოს შესახებ რაც, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას.
რაც შეეხება მარკეტინგულ აქტივობებს მიზნობრივ ბაზრებზე, ტურიზმის ადმინისტრაციამ წინასწარ დაიწყო მომზადება ზაფხულის ტურისტული სეზონისათვის. ამისათვის ჩატარდა აქტიური მარკეტინგული კამპანიები აზერბაიჯანში, თურქეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, ბელორუსიაში, ლატვიაში, უნგრეთში, ისრაელში, რუსეთში. ამასთანავე იგეგმება დამატებით მრავალი პრეს და გაცნობითი ტურები წამყვანი საერთაშორისო ჟურნალისტებისა და ტურ-ოპერატორებისათვის.
დღეს ქვეყანაში უამრავი ტურისტული კომპანიაა, თქვენ რამდენად ხართ მათი მუშაობით კმაყოფილი? ხომ არ ფიქრობთ სააგენტოების ლიცენზირების საკითხის დაყენებას?
– ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან, თუმცა ეს არის კერძო ბიზნესი და მათ საქმიანობაში ჩვენ ვერ ვერევით, რაც შეეხება ლიცენზირებას, 2002 წლიდან ყველა ტურისტულ ბიზნესზე არის მოხსნილი საქართველოში. ვფიქრობ, რომ ლიცენზირება ახალგაზრდა სახელმწიფოში ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია და სახელმწიფოს ნამდვილად არ სურს და არ აქვს მიზანი, რომ ახალი ტიპის შემაფერხებელი რეგულაციები დაუწესოს კერძო სექტორს.
საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის მხრივ როგორი მდგომარეობაა? რა გაკეთდა და რა არის გასაკეთებელი?
– საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ზოგადად საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია ტურისტულ ინფრასტრუქტურაში საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებით. ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს სამი ტურისტული ზონა: ქობულეთში, ანაკლიასა და განმუხურში. აღნიშნული ზონები სასტუმროს ბიზნესში ინვესტირებით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს მთელ რიგ შეღავათებს, თავისუფალ ტურისტულ ზონებში მოქმედებს შემდეგი საშეღავათო პირობები: ინვესტორი თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ქონების გადასახადისა და მოგებიოს გადასახადის ვალდებულებისაგან 15 წლის ვადით კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ინვესტორი ასევე თავისუფლდება მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან. ინვესტორს შესაბამისი ფართობის მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად. გარდა ამისა საქართველოს საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობით შესაძლებელია ინვესტიციების განხორციელება ტურუსტულ სექტორში. ფონდი კერძო ინვესტორებს სთავაზობს თანადაფინასებას და თანამონაწილეობას.
საპარტნიორო ფონდის თანამონაწილეობით უკვე განხორციელდა რამდენიმე წარმატებული პროექტი: სასტუმრო ,,როიალ ბატონი“ ყვარელში სასტუმრო ,,Gino Wellness’’; ,,Spa Rixos Borjomi’’ და მინერალური წყლების კურორტი ლიკანში (მიმდინარე) დასასვენებელი კომპლექსი საირმეში (მიმდინარე).
რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს საქმიანოაბს ტურიზმის ადმინისტრაცია ახორციელებს ტურისტული პროდუქტისა და მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორიცელაბას, მაგალითისთვის გეტყვით მიმდინარე პროექტებს: ამ თვის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს თბილისის ,,ლაითბოქსების“ მონტაჟი, პროექტის ფარგლებში თბილისის ცენტრალურ მოედნებზე და ქუჩებზე დაგეგმილია ორმხრივი მანათობელი დაფების მონტაჯი, სადაც დატანილი იქნება ქალაქის რუკა და ზოგადი ტურისტული ინფორმაცია.
მსგავსი პროექტი განხორციელდება ზაფხულის განმავლობაში რეგიონებშიც. მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტთაგან ერთერთი გახლავთ: ტურისტული ობიექტების მიმართულების მაჩვენებელი მანიშნებლები, პროექტი ხორციელდება 13 დაბასა და ქალაქში: ბოლნისი, გორი, სურამი, წყალტუბო, ბორჯომი, ბაკურიანი, ახალციხე, აბასთუმანი, მესტია, ზუგდიდი, ონი, ამბროლაური, სტეფანწმინდა და უნდა დასრულდეს აგვისტოს ბოლოს. ერთერთი მნიშვნელოვანი პროექტია ველო პარკების მშენებლობა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაბა გუდაურსა და დაბა ბაკურიანში სათხილამურო ტრასებზე სამთო- ველო -პარკის მშენებლობა, ჩვენს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით.
ასევე გუდაურში მოხდება ტურისტული ობიექტების მიმართულების მანიშნებლების მონტაჟი და ასე შემდეგ. რაც შეეხება მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ჩვენ გვაქვს სხვა უწყებებთან კოორდინაცია, რათა მოხდეს მათი განხორციელება.
რას უპასუხებთ იმ ექსპერტებს რომლებიც აცხადებენ, რომ ქვეყანაში განხორციელებულმა სავიზო რეგულაციებმა შეამცირა ტურისტების შემოსვლა…. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
– სავიზო რეგულაციები ძალაში 2014 წლის სექტემებრში შევიდა, ამის შემდეგ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაჩიამ ჩაატარა სტატისტიკური კვლევა კონკრეტულად კი, სექტემბრიდან ამ წლის მარტის ჩათვლით (7 თვის განმავლობაში) თითქმის 2 მილიონ 800 ათასი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა საქართველოში. კლებამ კი, იმ ქვეყნებიდან სადაც სავიზო რეჟიმი დაწესდა 54 241 ათასი ადამიანი შეადგინა, ეს მონაცემები მთლიანად საერთაშორისო შემოსავლებში მხოლოდ 2 % ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია, სავიზო რეჟიმის დანერგვის დღიდან მთავრობამ დაიწყო მუშაობა ამ ეფექტის შესამსუბუქებლად, გაკეთდა ყვეალფერი იმისთვის რომ არ შემცირდეს ტურისტების ნაკადი, დაინერგა ელექტონული ვიზის სერვისი, გარდა ამისა განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილება. 104 ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის ვადა სრულ ერთ წლამდე გაუხანგრძლივდათ. ასევე მთავრობის დადგენილების თანახმად, ევროკავშირის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ როგორც პასპორტით, ისე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ გაცემული პირადობის მოწმობით. მეორე დადგენილება, რომელიც მთავრობამ 5 ივნისს დაამტკიცა და ასევე ძალაშია შესული, იმ 50- ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიას განსაზღვრავს, რომელთა ვიზების ან ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ნებისმიერ 180 – დღიან პერიოდში 90 კალენდარული დღის ვადით ყოფნა შეუძლიათ.
ინკლუზიური ტურიზმის მხრივ რა მდგომარეობაა თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში?
ინკლუზიური ტურიზმი მსოფლიო ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და წარმატებული მიმართულებაა. მსოფლიოში უამრავი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანია, რომლებიც თანამედროვე გარემოსთან ადაპტირებულად ცხოვრობენ. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქვეყანაში ტურიზმის ამ სახეობის განვითარება დაიწყო.
ინკლუზიური ტურიზმის საპილოტე პროექტი, აღმოსავლეთ საქართველოში კერძოდ კი კახეთის სამ რეგიონში სიღნაღში, თელავსა და ყვარელში განხორციელდა. ადგილზე შეიქმნა ტურისტული მარშრუტები და ყველა პირობა იმისთვის, რომ ნებისმიერმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა შეძლოს ამ ადგილზე მოხვედრა. ჩვენ ასეთ ადამიანებს მეტი შესაძლებლობა უნდა მივცეთ, რომ მათ გარემოსთან მაქსიმალური ადაპტაცია მოახდინონ. დღეს ნებისმიერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანისთვის კახეთის ამ სამ რეგიონში არსებული ტურისტული პროდუქტები ხელმისაწვდომია. კახეთის გარდა განსაკუთრებული მზადყოფნით ინკლუზიური ტურიზმის კუთხით გამოირჩევა თბილისი და ბათუმი.
გარდა ამისა, ჩვენი ადმინისტრაციის ინიციატივითა და ორგანიზებით თბილისში არსებული სასტუმროების თანამშრომლებს ტრენინგი „შეზდღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მომსახურების უნარჩვევების“ თემაზე ჩაუტარდათ. ტრენინგის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებმა ზეპირი ტესტირება გაიარეს და შესაბამისი სერთიფიკატები მიიღეს.
„თბილისი თაიმსი“ ასევე ტურისტულ კომპანიებს ესაუბრა, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ და უწევთ კომუნიკაცია ვიზიტორებთან. მათ კონკრეტულად ისაუბრეს თუ, რა იზიდავთ და რაპრობლემებს აწყდებიან ტურისტები…
„მიმდინარე წელს კომპანია Go Tour-მომსახურებით ისარგებლა 100-ზე მეტმა ტურისტმა, რომელიც ჩამოვიდნენ საქართველოში ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა: უკრაინა, ყაზახეთი, ისრაელი
ჩვენი ტურისტებისგან მიღებული ინფორმაციით, საქართველო ძალიან მოსწონთ თავისი ბუნებით, ამდენი კულტურული ძეგლებით და სულ აღნიშნავენ, რომ ამ პატარა ქვეყნის მოვლას მათი ბევრჯერ სტუმრობა ჭირდება. ტურისტების პირველივე შთაბეჭდილების მოხდენას ჩვენი კომპანია აეროპორტში დახვედრითვე იწყებს და ჩვენი კომპანიის თითოეული თანამშრომელი ისეთ კონტაქტში შედის სტუმრებთან, რომ სანამ სასტურმოში ვანთავსებთ, უკვე აღფრთოვანებულები არიან ქართველი ხალხის კეთილგანწყობით. ქართული სამზარეულო, ღვინო, ეს ის თემაა, რაც ძალიან მოსწონთ ტურიტებს.
რაც შეეხება ინფრასქტრუქტურას, რაც გინდა კარგ სასტუმროში განათავსო რეგიონებში, სასტუმრომდე მისასვლელი გზა იმდენად მოუწესრიგებელია, ჩვენ თვითონ გვიქმნის დისკომპორტს, არათუ ტურისტს. ასევე გზად რეგიონებისკენ, ელემენტარულად, რომ გააჩერო დასასვენებლად საშინლად მოუწესრიგებელია ყველაფერი. ამასთან, ფასები სასტუმროების ძალიან მაღალია, კვების All Inclusive რეჟიმი არ არსებობს. არც ფრენები (თუ კიევს არ ჩავთლით) გამოირჩევა დაბალი ფასით, ამიტომ საერთო ჯამში ტურისტებს საქართველოში მოგზაურობა საკმაოდ დიდი თანხები უჯდებათ. თუ რამე საგადასახადო კუთხით იქნება შეღავათები, რომ სასტუმროებმა მაინც დაწიონ ფასი, წესით გაცილებით მეტი ტურისტი შემოვა ქვეყანაში. კიდევ ერთი მომენტი, არის მომსახურების სერვისი, რაც ნამდვილად არ დგას მოწოდების სიმაღლეზე.“
„კონკრეტული მონაცემები არ გვაქვს, თუ რამდენმა ტურისტმა ისარგებლა ჩვენი კომპანიით ამ დრომდე, თუმცა ბევრი შემომსვლელი გვყავს. ძირითადად: უკრაინიდან, რუსეთიდან მოლდოვიდან და ყაზახეთიდან შემოდიან. რაც შეეხება მათ უკმაყოფილებას, არ მოსწონთ სასტუმროები და კვება, რისი გამოსწორებაც სამომავლოდ აუცილებელია.“
„ჩვენი კომპანიის მომსახურეობით ამ დრომდე დაახლოებით 200-მა შემომსვლელმა ტურისტმა ისარგებლა. შემომსვლელები არიან ძირითადად რუსეთიდან და ყაზახეთიდან. რაც შეეხება ტურისტების მთავარ პრობლემას ეს არის საპირფარეშოები, რაც პირველ რიგში მოსაწესრიგებელია. შემდეგ უნდა მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა.“
ესაუბრა
სალომე აფხაზაშვილი