Associated Press-ის ცნობით კოლორადოში გაჩენილი ხანძრის გამო, 40 000 ადამიანია ევაკუირებული.
ცეცხლმა 360 შენობა გაანადგურა, საჭირო გახდა 40 000 ადამიანის ევაკუირება. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარმა 6000 ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა.
ხანძრის მთლიანად ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია ქვეყნის ავიაციაც.
პოლიცია ხანძრის გამომწვევ მიზეზებს იკვლევს. ხანძარს უკვე ემსხვერპლა ორი ადამიანი.
გასულ წელს კოლორადოს ტყეში გაჩენილ ხანძრის გამო ექვსი ადამიანი დაიღუპა.
16.06.13