წვრილფეხა საქონლის, ცხვრის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესი, საშემოდგომო ვაქცინაციასთან ერთად დაიწყება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად დაიწყო მუშაობა წვრილფეხა საონლის რეგისტრაციის პროგრამის განხორციელებაზე. საყურე ნიშნების შესიდვაზე 12 აგვისტოს ტენდერი გამოცხადდა, რომელიც ერთი კვირის ვადაში დასრულდება. სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, ყველა ის ღონისძიება რომელსაც მთავრობა ახორციელებს მიმართულია მეცხვარეობის დარგის გაჯანსაღებისკენ. “წლების განმავლობაში არსებობდა პასუხგაუცემელი კითხვები ცხვრის ექსპორტთან დაკავშირებით. დღეს კი ყველაფერი კეთდება იმისათვის რომ პროცესები წარიმართოს გამჭვირვალედ.
ცხვრის იდენტიფიკაცია- რეგისტრაციის პროცესი, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება ხელს შეუწყობს ცხვრის ქართული ჯიშების განვითარებას და პოპულარიზაციას, ხორცსა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე მიკვლევადობას, ვეტერინარული კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფას, საქონლის გადაადგილებასა და ექსპორტ-იმპორტზე ვეტერინარული კონტროლის გაუმჯობესებას.“-განაცხადა ოთარ დანელიამ
„წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია- რეგისტრაციის შესახებ დადგენილება ,საქართველოს მთავრობამ 2015 მაისში მიიღო.