“თიბისი ბანკის” მხარდაჭერით დღეს, სოფელ ახალქალაქში, არტ ვილა “გარიყულაში” ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი, Fest i Nova 2015 G-15 გაიხსნება.
“თიბისი ბანკის” ინფორმაციით, Fest i Nova 2015-ზე, “თიბისი ბანკის” პროექტის – #წერექართულად ფარგლებში ინტერაქტიული არტ ობიექტი იქნება წარმოდგენილი.
წელს ფესტივალი “ფესტინოვა G-15” არტ-ვილა გარიყულას დაარსებიდან მეთხუთმეტე წლისთავს ეძღვნება. თიბისი ბანკი უკვე მესამე წელია ფესტივალის მხარდამჭერია.
ღონისძიება 15:30 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.