3-4 დეკემბერს ქ. ბელგრადში გაიმართება ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 22-ე შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია, ვიცე-პრემიერის და საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი მინისტრთა საბჭოს პლენალურ სხდომაზე გააკეთებს განცხადებას უსაფრთხოების გამოწვევებზე ეუთო-ს სივრცეში და ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე. ღონისძიების ფარგლებში ასევე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ბ-ნ ლამბერტო ზანიერთან; ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორთან ბ-ნ მაიკლ გეორგ ლინკთან; ეუთო-ს უმაღლეს კომისართან ეროვნულ უმცირესობaთა საკითხებში ქ-ნ ასტრიდ თორსთან; ეუთო-ს წარმომადგენელთან მედიის თავისუფლების საკითხებში ქ-ნ დუნია მიატოვიჩთან და რიგი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს ფარგლებში ასევე გაიმართება სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.