დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სტარტაპების დაფინანსების მექანიზმები იქმნება, – ამ თემაზე ეკონომიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭოს წევრებმა სტარტაპების დაფინანსების სტრუქტურა, პრინციპები და ძირითადი მექანიზმები განიხილეს.
დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების ჩამოყალიბების პროცესში, საქართველოს მთავრობა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას გაიზიარებს.