ადამიანს 17 მაისს დაგეგმილმა გეი-აღლუმმა, რომელიც სახელდებული იყო, როგორც „ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქცია“, საზოგადოების უდიდეს ნაწილში სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია. ამიტომ, იმავე დღეს მართლმადიდებელ მოძღვართა და მათი მრევლის, საზოგადოების წარმომადგენელთა და ასევე სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციათა ადეპტთა მიერ ჩატარდა საპროტესტო მსვლელობა. ამ დღეს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოებაში დიდი რეზონანსი ჰპოვა. მასმედიამ ცალსახად ნეგატიურად შეაფასა ღვთისმსახურთა და მრევლის გამოსვლა თბილისის ქუჩებში და უკიდურესად ტენდენციურად ასახა მოვლენები. ზოგიერთის აზრით, 17 მაისის აქცია და მისი გამოძახილი – მომდევნო დღეებში ჩატარებული შეკრებები – წინასწარ დაგეგმილი სცენარის მიხედვით განხორციელდა. საზოგადოების დიდ ნაწილში ეს მოვლენები შეფასდა, როგორც პროვოკაცია ეკლესიის დისკრედიტაციის მიზნით. ეკლესიის პოზიცია წმინდა წერილს ემყარება, რომელშიც, არაორაზროვნად, ჰომოსექსუალიზმი დაგმობილია. სოდომი და გომორი სწორედ ამ ცოდვის გამო დასაჯა უფალმა. წმიდა წერილი არის საფუძველი ჭეშმარიტებისა. ჭეშმარიტება კი ტრანსცენდენტულია და იგი დროსა და სივრცეში უცვლელი რჩება. წმიდა მოციქული პავლე საცდურთაგან გვიცავს და გვაფრთხილებს: „ნუ სცდებით, არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არ-ცა მამათმავალთა, არცა ანჰგართა, არცა მპარავთა, არცა მემთვრალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ“ (1 კორ. 9-10). დღეს კი ჩვენს საზოგადოებას უჭირს იმაზე შეთანხმება, რომ ცოდვას თავისი სახელი უწოდოს და ამის სანაცვლოდ, ღვთისმსახურებს ძალადობაში ადანაშაულებს. რათა გავერკვეთ თუ რა მოხდა სინამდვილეში იმ დღეს თბილისის ქუჩებ-ში და რა ხდებოდა იმ კადრების მიღმა, რომელებსაც განუწყვეტლივ ატრიალებს ყველა სატელევიზიო არხი, ჩვენ გავესაუბრეთ ამ მოვლენების თვითმხილველს, საპროტესტო მსვლელობის ერთ-ერთ მონაწილეს, დეკანოზ ბიძინა გუნიას. ჩვენი საუბარი, ასევე, მიზნად ისახავს შექმნილი ვითარების სარწმუნოებრივ შეფასებას.
მამა ბიძინა, თქვენ იმ დღეს ოჯახის წევრებთან ერთად იყავით მისული გეი–აღლუმის ჩატარების წინააღმდეგ მიმართულ მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად. რამ განაპირობა თქვენი სამოქალაქო აქტივობა?
ჩვენ ერთობ რთულ საკითხს შევეხეთ და მიჭირს კიდეც საუბარი, მაგრამ საჭიროდ მივიჩნევ ამ თემის განხილვას, რათა სამომავლოდ მაინც ავიცილოთ თავიდან მსგავსი მიუღებელი მოვლენები. მინდა ყველას მოვუწოდო სიმშვიდისა და ურთიერთშემწყნარებლობისაკენ. განა დაგვავიწყდა ქართული სიბრძნე: „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“. ჩვენ ყველა ერთ ქვეყანაში – საქართველოში ვცხოვრობთ და ყველამ უნდა ვიზრუნოთ ცივილური ფორმებით მდგომარეობის მოგვარებისთვის. საუბარს იმ თემით დავიწყებ, რომელზედაც დღეს უკიდურესადაა აქცენტირებული საზოგადოების ყურადღება და რაშიც პირველი ვიოლინოს როლს მასმედია თამაშობს. ეს თემა ძალადობა გახლავთ. საკითხის უკიდურესად მიკერძოებული და ცალმხრივი განხილვის გამო საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ეკლესია და ღვთისმსახურნი ლამის მოძალადეებად გამოაცხადონ, ხოლო 17 მაისს ლგბტ საზოგადოების აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები კი დაფნის გვირგვინებით შეამკონ. აქ, ანაზდად, დავით გურამიშვილის შემდეგი სიტყვები მახსენდება: – „მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად? ვერას უქებ საძაგელთა, უფერულთა პირ-საფერად“.
მამაო, თქვენ საუბარი ძალადობის თემით დაიწყეთ. იქნებ მეტი გარკვეულობა შევიტანოთ ამ საკითხში.
ძალადობა მრავალსახოვანია და, ერთმნიშვნელოვნად, მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას არ გულისხმობს, რაზეც ასე პედალირებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთი ფრთა. არ შევუდგებით რა ძალადობის სხვადასხვა ფორმების განხილვას, კრიმინალური ძალადობის მხოლოდ ორ სახეზე გავამახვი-ლებთ ყურადღებას: ფიზიკურსა და ფსიქოლოგიურზე. აღსანიშნავია, რომ ძა-ლადობის ეს ორივე ფორმა დასჯადია. სპეციალისტთა განმარტებით, ფსიქოლოგიური ძალადობა მიზნად ისახავს დაუკარგოს მსხვერპლს საკუთარი თავის რწმენა, დააეჭვოს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში და რეალობის ადექვატურ აღქმაში. ძალადობის ამ სახეს მიაკუთვნებენ: შანტაჟს, დამცირებას, შეურაცხოფას, მუქარას, ან სხვა ისეთი მოქმედებას, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. ფსიქოლოგიური ძალადობა სხვადასხვა ფორმებით ვლინდება მოზარდების მიმართაც. ძალადობის ამ ფორმას, ფიზიკური ძალადობისაგან განსხვავებით, ძალადობის „ფარულ“ ფორმადაც მოიხსენიებენ, რისი მიზეზიც, ასე ვთქვათ, მისი „შეუმჩნეველი“ კრიმინალური არსი გახლავთ. 17 მაისის პროცესი მასმედიამ გარკვეული რაკურსით წარმოგვიდგინა, რაც საშუალებას არ იძლევა სრულად გავერკვეთ რეალურად მომხდარ მოვლენებში. მასმედიამ, ასევე, ძალისხმევა არ დაიშურა, საზოგადოება ვირტუალურ სივრცეში წარმოჩენილ კადრების სისწორეში დაერწმუნებინა. განვითარებული მოვლენების არათანმიმდევრული წარმოჩენის საილუსტრაციოდ, ერთ მაგალითს მოვიყვან. მავანს რომ მოეწადინებინა და მეორე მსოფლიო ომის მსვლელობა ისე აღეწერა, თითქოსდა მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარიყო გარდა იმისა, რომ 1945 წელს ამერიკის, ინგლისისა და საბჭოთა კავ-შირის ჯარები შეიჭრნენ ბერლინში და გერმანია გავლენის ზონებად დაინაწილეს, ეს ხომ არამართებული იქნებოდა?! ეს რომ მართლაც ასე მომხდარიყო, ალბათ, ნიუნბერგის პროცესი ამერიკის, ინგლისისა თუ საბჭოთა კავშირის წარ-მომადგენელთა გასამართლებით უნდა დასრულებულიყო. ზემომოხმობილი მაგალითი შედარების იდეალურ ნიმუშად არ გამოდგება, მაგრამ ჩვენთვის ცხადია, რომ მასმედიაში შექმნილმა აჟიოტაჟმა, განვითარებუ-ლი მოვლენების არათანმიმდევრული, არასწორი სურათი „დახატა“. არ ვიცი ეს რას მივაწერო, ამ საკითხებში გაუცნობიერებლობას თუ მიზანმიმართულ ქმედებას. ორივე შემთხვევაში, ნებსით თუ უნებლიედ, საზოგადოების ინფორმაციულ დეზორიენტაციასთან გვაქვს საქმე, რასაც შეფასებათა არაადეკვატური ტალღა მოჰყვა. არავინ იფიქროს, ვამართლებდე ძალადობას, ერთმნიშვნელოვნად, უპირობოდ ვაცხადებ: – არა ძალადობას! ძალადობა მიუღებელია! მიუღებელია ძალადობის ნებისმიერი გამოვლენა, და არა მხოლოდ ფიზიკური ფორმა ძალადობისა, როგორც ამას მავანნი გვიკიჟინებენ.
მამაო, 17 მაისს განვითარებული მოვლენების რა გარემოებებს გულისხმობთ, რომელ– თა გაუთვალისწინებლობამაც საზოგადოების ინფორმაციული დეზორიენტაცია გამოიწვია?
17 მაისს ლგბტ-ს აქცია გეი აღლუმით და „ფლეშმობით“, დაგეგმილი იყო რუსთაველის გამზირზე პარლამენტის (ყოფილ) შენობასთან. ამ გარემოებამ უმძაფრესი ფორმით წამოჭრა არაერთი პრობლემა, რაც, უპირველეს ყოვლისა, პირდაპირ უკავშირდება ინტელექტუალური ფორმებით განმრყვნელი ზემოქმედებისაგან ბავშვთა დაცვის საკითხს! ხომ არ დაგვავიწყდა, რომ პარლამენტის (ყოფილი) შენობასთან მახლობლად თბილისის პირველი გიმნაზია მდებარეობს, სადაც ათასზე მეტი ბავშვი სწავლობს, ხოლო სულ რაღაც ოც მეტრში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეა განთავსებული? იქნებ, ისიც არ ვიცოდით, რომ იმ დღეს, პარასკევს, დღის 12-13 საათზე, სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა, ხოლო მოსწავლეთა სასახლეში კი სხვადასხვა ჯგუფებში მოზარდები მეცადინეობდნენ? ამ დღეს ხომ არა ერთ სკოლაში მეთორმეტე კლასელებს ბოლო ზარი ჰქონდათ და სკოლის დამთავრებას ზეიმობდნენ? განა არ ვნახეთ, სკოლადამთავრებული გოგო-ბიჭებით რომ იყო მოფენილი რუსთაველის გამზირი და მისი მიმდებარე ტერიტორია? აი, რა „საჩუქარი“ გაუკეთა მათ ლგბტ ორგანიზაციამ … და კვლავ გურამიშვილის სიტყვებს დავიმოწმებ: – „ამას ვწყინობ: ავნი ავსა თვით იქმენ და სხვას კი სძრახვენ: ბაძვით მორცხვიც გაურცხვდების, უსირცხვილოს თუ არ არცხვენ“. თქვენ ზემოთ მკითხეთ, თუ რამ განაპირობა ჩემი სამოქალაქო აქტივობა. გპასუხობთ, მრავალმა მიზეზმა, რომელთა შორის ერთ-ერთი ჰომოსექსუალიზმის იდეოლოგების მხრიდან ინტელექტუალური ფორმით გამოხატული განმრყვრნელი ზემოქმედებისაგან ბავშვების, ჩვენი მომავალი თაობის დაცვა გახლდათ!
მამაო, აქ თქვენ ძალზე მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ, და რაც მთავარია, მკაფიოდ მიანიშნეთ ლგბტ აქციის მონაწილეთა მხრიდან კრიმინალური ძალადობის ერთ–ერთი ფორმის – ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნების არსებობაზე.
17 მაისს განვითარებული მოვლენების ამ კუთხით განხილვას იურისტებს, ფილოსოფოსებს, ფსიქოლოგებს, სოციოლოგებს, სამართალდამცავებს, პო-ლიტოლოგებს, პედაგოგებს და ყველა დაინტერესებულ პიროვნებას ვურჩევ, ასე-ვე მასმედიის წარმომადგენლებსაც, რომელთაც ჩვენი დიდი წინაპრის კიდევ ერთ შეგონებას შევახსენებ: „მართალია, მძრახველს ძრახვა თვით კი ავად მოუხდების, მაგრამ ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების“! ქვემოთ კვლავ ჩვენს გულისტკივილზე მოგახსენებთ. ჩვენი საპროტესტო აქცია უშუალო კავშირშია მშობელთა უფლებებთან, დავიცვათ ჩვენი შვილები ნებისმიერი, ჩვენთვის მიუღებელი ზეგავლენისაგან, მათ შორის გაუკუღმართებული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდის – ამგვარი ინფორმაციის მიზანმიმართული და უკონტროლო გავრცელებისაგან, რომელსაც შეუძლია, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მოზარდის ზნეობრივ და სულიერ განვითარებას. შეუძლია, ჩამოუყალიბოს მცდარი წარმოდგენა ტრადიციული და არატრადიციული ქორწინებითი ურთიერთობების ტოლფასოვნებაზე. მოზარდებს, რომელთაც ასაკიდან გამომდინარე, ჯერ არა აქვთ განვითა-რებული უნარი, დამოუკიდებლად და კრიტიკულად შეაფასონ ასეთი მოვლენები, ჩვენი თანადგომა, ჩვენი დაცვა სჭირდებათ! ნუთუ, არ შეიძლება ლგბტ-სა და მისი მსგავსი ორგანიზაციების ფსიქოლოგიური ძალადობისაგან დაიცვას სახელმწიფომ საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილი მოზარდი თაობა, და ამისთვის ქმედითი ღონისძიებები გაატაროს? ნუთუ, რთული იქნება ისე დარეგულირება ამ საკითხისა, რომელიც მათი (ლგბტ-ს) უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელების ადგილის, დროის და ფორმის ისეთ ნეიტრალურ შეზღუდვებს გაითვალისწინებს, რომელიც გავლენას არ მოახდენს ინფორმაციის ან იდეების შინაარსზე, ან გამომხატველობით ეფექტზე და დატოვებს ალტერნატიული გზებით მათი განხორციელების შესაძლებლობას?
მამაო, როგორც ცნობილია, 17 მაისის აქციაში მონაწილეობა მიიღო, ასევე, ეკლესიი– დან განკვეთილმა მღვდელმა ვასილ მკალავიშვილმა და მისმა ეგზალტირებულმა მრევლმა. სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილმა ისინი მართლმადიდებელ მოძღვრად და ეკლესიურ ადამიანებად აღიქვა. შესაძლოა, ბევრი დაბრკოლდა მათი საქციელით…
დიახ. მასმედიაში „ჭინჭრების აქციად“ შერაცხილი პროცესიის მომწყობად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვრები იქნენ მიჩნეულნი. ვფიქრობთ, დროა, ოცდამეერთე საუკუნეში მაინც ვისწავლოთ რელიგიური მიმ-დინარეობებისა თუ დენომინაციების გარჩევა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ განკვეთილი სასულიერო პირი ვასილ მკალავიშვილი და მისი მრევლი, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წევრნი არ არიან, და მათი ჩვენთან გაიგივება არასწორია. მოხარული ვიქნები, თუ მასმედიაში შემდგომში მაინც გამოსწორდება ამ მიმართებით მდგომარეობა. ამასთან, ერთმნიშვნელოვნად ვადასტურებთ და მხარს ვუჭერთ საქართველოს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებას, დააფიქსიროს თავისი პოზიცია ნებისმიერ საკითხზე და მათ შორის გაუკუღმართებული ცხოვრების პროპაგანდის მიუღებლობაზე. ასევე, ვიზიარებ იმ აზრსაც, რომ ბევრი დაბრკოლდა მათი საქციელით, მაგრამ მე ის თემები უფრო მაწუხებს, რამაც 17 მაისის პროცესების პროვოცირება გამოიწვია და რაზეც ასე დემონსტრაციულად სდუმან მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი. როცა არსებობს საფუძვლიანი და გარდაუვალი საფრთხე მოზარდ თაობაზე გაუკუღმართებული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდის მეშვეობით ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელებისა, ნუთუ ადამიანებს არ აქვთ უფლება დასვან ლეგიტიმური კითხვა და მიიღონ ამომწურავი პასუხი, თუ ვინ და რა ორგანიზაციები დგანან 17 მაისის აქციის უკან, საიდან ფინანსდებიან და ვის აბარებენ ანგარიშს „ათიანზე შესრულებული“ დავალებების თაობაზე? ეს კითხვა არაერთგზის იქნა დასმული, მაგრამ ფართო საზოგადოებამ პასუხი ამ კითხვაზე დღემდე ვერ მიიღო. იქნებ ეს კონფედენციალური ინფორმაციაა, ან თემაა ტაბუირებული? პირადად ჩემთვის ეს სიტუაცია გაუგებარია. ამდენად, საქმე გვაქვს მავანთა მიერ აქცენტების შეცვლის მცდელობასთან, რათა ცოდვა ნორმად წარმოჩინდეს, ხოლო ზნეობრივი და სულიერი ღირებულებები მიუღებლად. მათ აქვთ უფლება, დაიცვან თავიანთი აზრი და იყვნენ თავისუფალნი თავიანთ არჩევანში, მაგრამ საქართველოს მოსახლეობამ ხომ კონსტიტუცია ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებზე დაყრდნობით, ღვთისა და ქვეყნის წინაშე გამოაცხადა და აღიარა, რომ არ დაუშვებს უფლებების შეზღუდვას, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს?! თქვენ მკითხავთ, ვის უფლებებს არღვევდნენ ლგბტ-თა აქციის მონაწილენი? ოჯახის კეთილდღეობაზე უკვე მოგახსენეთ; ერთსაც დავსძენ: ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, ასეთი პროპაგანდა კი, როგორზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მავნე ზეგავლენას ახდენს ახალგაზრდებზე, და ამ აქციის ორგანიზატორებს სწორედ კონსტიტუციური ვალდებულება აკისრებთ, გაუფრთხილდნენ ბუნებრივ და უვნებელ გარემოს. ამ დღეს საზოგადოების დიდი ნაწილი ღირსების დასაცავად გამოვიდა ქუჩაში. ფორმებზე შეიძლება ვიდავოთ, მაგრამ პრევენცია იმას გულისხმობს, რომ მათ გამოხატვის ასეთი ფორმებიც უნდა შეზღუდონ, სწორედ საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მამა ბიძინა, თქვენ მიერ ზემოთქმულის გარდა, სხვა რა მოტივაცია გქონდათ საპრო– ტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად?
17 მაისს განვითარებული მოვლენები, გარკვეული თვალსაზრისით, აისბერგს ჰგავს, რადგან ასეთად წარმოჩინდა იგი მავანთა მეცადინეობით. ანუ, ის, რაც ჩვენ „გვანახეს“ სატელევიზიო არხებით და „განგვიმარტეს“, აისბერგის ხილული ნაწილია. და რა უწყით მის წყალქვეშა, დაფარულ ნაწილზე? ნუთუ, ასეთ შემთხვევაში მთელი სისრულით შეიძლება გაანალიზება არსებული სიტუაციისა და სწორი დასკვნების გამოტანა, რათა მსგავსი რამ შემდეგომში აღარ განმეორდეს?! საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი პარლამენტის (ყოფილი) შენობის წინა მდებარე ტერიტორიას ცხრა აპრილის მოვლენებს უკავშირებს. აქ ცხრა აპრილის გმირთა სისხლია დაღვრილი. აქ განსაკუთრებული ურთიერთობები უყალიბდებათ მოქალაქეებს. არაერთხელ მინახავს, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია II ცხრა აპრილის მემორიალთან დაღუპული გმირების სულთა საოხად პანაშვიდს იხდიდა, როგორ იდგნენ ერთმანეთის გვერდით (შესაბამისი დროის) პოზიციისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლები, და თუ ვინმეს სანთელი ჩაუქრებოდა, როგორი მოკრძალებით აწვდიდნენ ერთმანეთს ანთებულ სანთლებს. არავინ იფიქროს, რომ თითქოს ჩვენ გვძულდეს ლგბტ აქციის მონაწილენი. ეს სიცრუეა! ჩვენ ადამიანები არ გვძულს. ჩვენ ვამხელთ და განვეშორებით სოდომურ ცოდვას, რომელსაც ადამიანი უეჭველი დაღუპვისაკენ, სულიერი სიკვდილისაკენ მიჰყავს. ადამიანს ღმერთმა გონიერება მისცა, მაგრამ, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდეთ, ყველამ, ვინც პასუხისმგებელია დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებზე, არა-ერთი გარემოება უნდა გაითვალისწინოს. უპირველეს ყოვლისა ის, რომ პარლამენტის (ყოფილი) შენობის წინ ჩვენი წმინდა სალოცავი – ქვაშვეთის წმიდა გიორგის ეკლესიაა, და არავის აქვს უფლება, საკრალური სივრცის ხელყოფისა. ნუთუ ისიც დაგვავიწყდა, რომ წინა დღე – 16 მაისი, გლოვის დღედ იყო გამოცხადებული, და ქაშვეთის ტაძარში სამშობლოსთვის დაღუპულ სამ ვაჟკაცს დასტიროდა მთელი საქართველო? აი, პასუხი თქვენს შეკითხვაზე. ჩვენ იქ იმიტომაც მივედით, რომ არ დაგვეშვა ჩვენთვის მნიშვნელოვან საჯარო სივრცეში, რომელიც ჩვენთვის საკრალურია, სექსუალური უმცირესობის მიერ გაუკუღმართებული ცხოვრების პროპაგანდა! გახსოვთ ვაჟას სიტყვები: „რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შავეკვრი ზავითა; მცნებას ვერ შემაცვლეინებ მოზღვავებულის ავითა!… შენდობას ვითხოვთ 9 აპრილისა და სამი დაღუპული გმირის სულების წინაშე, თუ სათანადოდ ვერ დავიცავით და პატივი ვერ მივაგეთ მათ ხსოვნას.
მამაო, თქვენ აქ საკრალური სივრცე ახსენეთ. რით ავხსნათ ის გარემოება, რომ ზო– გიერთ ადამიანს არც აქვს სივრცის საკრალურობის განცდა.
არ გაგიკვირდეთ. მსგავსი მაგალითები არაერთი გვაქვს. რიყეზე ბუდა ბარი გახსნეს?! არც ჰკითხეს საზოგადოებას, ეკლესიას, თუ რამდენად მისაღები იქნებოდა ასი ათასი ქართველის მარტვილობის ადგილზე აღნიშნული ბარის არსებობა. ან კიდევ, რიყის ერთ ნაწილში, გაურკვეველი შინაარსისა და ფორ-მის მქონე ორი „ვერცხლისფერი ნაგებობის“ ჩადგმა. ანდა სიონისა და ანჩისხატის ეკლესიებს შორის, საპატრიარქოს გვერდით (სადაც ბერ-მონაზვნები ცხოვ-რობენ) „კაზინოს“ არსებობა (და მისი გაფართოებაც კი). ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ ფესვებს მოწყდნენ, ნომინალურად არიან რა ქრისტიანები, სხვაგვარად ვერც იქცევიან. მათთვის, ალბათ, უცხოა და შეიძლება სიცილის მომგვრელიც ჩვენი მსჯელობა და მგოსანთა ზემომოხმობილი სიტყვებიც, მაგრამ ჩვენ, ვემიჯნებით რა ყოველივე გაუკუღმართებულს, სიტუაციის გამოსწორებისაკენ მოვუწო-დებთ ყველას, ვისაც ეს ხელეწიფება და მათ შორის მასმედიასაც.
კვლავ ზემოთქმულს მინდა დავუბრუნდეთ და ჩაგეკითხოთ. აქამდე რატომ არავინ აღიმაღლა ხმა კრიმინალური ძალადობის იმ ფორმაზე, რომელსაც ფსიქოლოგიური ძალადობა ჰქვია? როგორც აღნიშნეთ, ძალადობის ეს ფორმაც დასჯადია.
17 მაისის აქციაზე მასმედიის მიერ „ეკლესიის მსახურთა ძალადობის“ მძაფრი წარმოჩენა, ხოლო ლგბტ საზოგადოების მხრიდან განხორციელებული ფსიქიკური ძალადობისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრთა უფლება-თა აბსოლუტური უგულვებელყოფა, ჩვენი აზრით, უახლოეს წარსულში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. დღე არ გავა, საეთერო სივრცეში 2006-2012 წლებში ყოფილ ხელისუფალთა მიერ ფსიქიკური ძალადობის შედეგად დაზარალებულ პიროვნებათა საკითხი რომ არ გაშუქდეს. რეალობაა, რომ იმ პერიოდში, როცა მსგავსი ქმედებები ხდებოდა, მასმედის წარმომადგენლები დუმდნენ, ხმას არ იღებდნენ გაჩუქებულ ბიზნესებსა თუ უძრავ-მოძრავ ქონებაზე, ადამიანთა დაშინებასა თუ შანტაჟზე. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ისინი, ვინც ცალმხრივად აშუქებენ 17 მაისის მოვლენებს, გარკვეულწილად, უთანგრძნობენ კიდეც ფსიქიკური ძალადობის სხვადასხვა ფორმებს.
ემუქრება თუ არა საქართველოს რელიგიური ფუნდამენტალიზმის საშიშროება, რაშიც ასე ცდილობენ დაარწმუნონ საზოგადოება?
გასაოცარია პირდაპირ, რას არ იტყვის ენა! ეკლესია, რომელიც წლების განმავლობაში მოუწოდებდა საპატიმროებში მდგომარეობის რადიკალური გამოსწორების აუცილებლობაზე, ქურდული მენტალიტეტის მიუღებლობაზე და ამხელდა ხელისუფლებას განათლების სისტემაში არსებულ სერიოზული ხარვეზების არსებობაზე, განა შეიძლება ფუნდამენტალიზმში დაადანაშაულო? იქნებ დაგვავიწყდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენები, როცა, საომარი მოქმედებების მსვლელობისას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II ბერებთან ერთად ცხინვალის რეგიონში შევიდა და ველ-მინდვრებზე მიმოფანტული ჩვენი ვაჟკაცების ცხედრები ჩამოასვენა თბილისში? ან იქნებ, არც ის იცის მავანმა, რომ საქართველოში სიკვდილით დასჯის აკრძალვა ეკლესიის და უშუალოდ პატრიარქის ინიცირებულია? ამას მიიჩნევენ რელიგიური ფუნდამენტალიზმის გამოვლენად? ნუ დაავიწყდებათ ამ ფრაზის ავტორებს, რომ ეკლე-სია კონსტიტუციურადაა გამოყოფილი სახელმწიფოსაგან, განსხვავებით სეკულარიზებული სახელმწიფოებისაგან, და ის არასდროს ითხოვს რელიგიის ბაზისური მცნებების უპირობო მხარდაჭერას ან მის პირდაპირ რეალიზაციას. მე აქ კონსტუტუციურ უფლებებსა და ვალდებულებებზე ვისაუბრე და მოვლენის სამოქალაქო ახსნა გადმოვეცი. თუ ოჯახის, ღირსების, ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოსა და ახალგაზრდობის მავნე ინფორმაციისაგან დაცვის მოთხოვნა ვინმეს ფუნდამენტალიზმის გამოვლენიბად ესახება, მაშინ ამ საკითხზე სათქმელს წმინდა წერილის ერთი შეგონებით დავასრულებ: „შვილნო, ნუსადა გაცთუნებენ შენ კაცნი უღმრთონი, ნუცა ინებებ სვლად გზათა მისთა“ (იგავ. 1, 10).
მამაო, საზოგადოების დიდ ნაწილს უჭირს დიდაქტიკური ხასიათის დარიგებების მიღება იმ პირთაგან, რომლებიც უახლოეს წარსულში არ გამოირჩეოდნენ მართლზომიერი ქმედებებით და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე არაადეკვატური პოზიცია ჰქონდათ. რით ავხსნათ ეს გარემოება?
ეს ადვილი ასახსნელია. ღირსი ისააკ ასური (VIს.) შეგვაგონებს: „…ხორციელ სიამეთა მოყვარულთ და პირის პატივის მცოდნეთ (მუცელღმერთებს), რომელთაც ამქვეყნიური სიამენი გაუხდიათ ცხოვრების მიზნად, ისევე არ შეშვენით სულიერ საკითხთა განჩხრეკა და მათზე „ბრძნობა“, როგორც მეძავს ქალწულების შესახებ ქადაგად დავარდნა“. ამგვარად, უწყით რა, რომ საზოგადოების უდიდეს ნაწილს კარგად ახსოვს უახლოეს წარსულში ამა თუ იმ პიროვნების (ან პიროვნებათა ჯგუფის) არცთუ მართლზომიერი ქმედებები, და ისიც, რომ ამ ადამიანებს ჯეროვნად (სიღრმისეულად) არ გამოუხატავთ სინანული აღნიშნულ ქმედებათა გამო, ბუნებრივია, მოქალაქეთა თვალში მათ „დარიგებებს“ დამაჯერებლობა აკლია.
დღეს ბევრს საუბრობენ დიალოგის აუცილებლობაზე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის, განსაკუთრებით კი სურთ სასულიერო პირების მოწვევა სხვადასხვა „თოქ–შოუებზე“. არის თუ არა სატელევიზიო სივრცეში ეკლესიის მსახურთა მონაწილეობის დეფიციტი?
ვფიქრობ, მასმედია არ არის მოკლებული სასულიერო პირებთან ურთიერთობას, თუმცა, როცა „თოქშოუებსა“ თუ სხვადასხვა საეთერო სივრცეში საუბრები უსაგნო ხდება და განსხვავებულ მიზნებს ემსახურება, ხოლო მოძღვართან „დიალოგი“ სეირის სახეს იძენს, თავის შეკავებაა საჭირო. აკი წმიდა ანტონი დიდი (251-356წ.წ.) შეგვაგონებს: „როცა ისეთ ადამიანს შეხვდები, რომელსაც კამათი უყვარს და რომელიც ბრძოლას დაგიწყებს ცხადზე უცხადესი ჭეშ-მარიტების გამო, შეწყვიტე მასთან საუბარი, მსწრაფლ განერიდე …, რადგანაც ასეთი ადამიანის გონიერება მთლიანად გაქვავებულია. როგორადაც დამყაყებული წყალი ყოვლად უხმარად შეიქმს საუკეთესო ღვინოს, თუკი მასში გავურევთ, ასევე ბოროტი საუბრები, თუნდაც იშვიათნი, განხრწნიან და წაბილწავენ ცხოვრებითა და ზნეჩვეულებებით სათნო ადამიანთა სულებს“ (საეკლესიო კალენდარი 1991წ. გვ. 222);
უკანასკნელი წლების განმავლობაში და განსაკუთრებით კი 17 მაისის მოვლენების შემდგომ, ბეჭდვით თუ სოციალურ მედიაში მართლმადიდებლობაზე და სასულიერო პირებზე უამრავი შეურაცხმყოფელი ტექსტი თუ ვიდეო ვრცელდება. რას გვეტყოდით ამის შესახებ?
ერთი ფსალმუნის სიტყვები მახსენდება: „დადვეს ცათა შინა პირი მათი და ენა მათი ეთრია ქვეყანასა ზედა“ (ფს. 72.9.) – რა გაეწყობა. ქრისტიანული ეკლესიის არსებობის განმავლობაში, სისტემატიურად ხორციელდებოდა მართლმადიდებლობის დევნა სხვადასხვა ფორმით. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს ეკლესიასაც ეხება. ჩვენ არ გვაფრთხობს აღნიშული გარემოება და არც მდგომარეობა მიგვაჩნია საგანგაშოდ, რადგან ბრძანებს უფალი: „..კლდესა ზედა აღვაშენო ეკ-ლესია ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“. ნამდვილად დასაფიქრებელია და ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, თუ სად იწყება ერთი პიროვნების თავისუფლება და სად იზღუდება მეორესი, სად არის ჭეშმარიტება და სად ცილისწამება, სად არის თავისუფალი სიტყვა და სად შეურაცხყოფა. ალბათ, ეს საკითხები საზოგადოების ფართო განხილვის საგნად უნდა იქცეს. რა თქმა უნდა, დემოკრატიულ ქვეყანაში ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, მაგრამ გამონათქვამებმა და განცხადებებმა არ უნდა მიიღოს შეურაცხმყოფელი თუ ცილისმწამებლური კამპანიის სახე. ვაჟა ფშაველა ბრძანებს: „ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადია ცელობა, ცხვრადვე მამყოფე ისევა, ოღონდ ამშორდეს მგელობა…“ ვაგლახ, რომ ჩვენს თანამედროვეობაში ბევრს მგელობა სწადია და არც ფარავს ამას. სასულიერო პირებისადმი შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, სავარაუდოდ, შემდგომშიც ექნება ადგილი. ჩვენში ყოველივე ეს სიბრალულს იწვევს იმ პირთა მიმართ, რომელნიც ამ „აქციის“ თანამონაწილენი არიან. ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს: მათ თავიანთი გული და გონება ეშმაკის ასპარეზად აქციეს. ძალზე სამწუხაროა ყოველივე ეს, და ამიტომაც, ძალისხმევასა და ლოცვას არ დავიშურებთ ამ ადამიანთა სულების მოსაქცევად, მათ გადა-სარჩენად.
მამა ბიძინა, თუ გაიხსენებთ უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად სქართველოს კათოლიკოს –პატრიარქ ილია II-ის შეგონებებს მსგვასი უზნეობის გამოვლენის საშიშროების შესახებ?
არაერთი ციტატის მოხმობაა შესაძლებელი, რომელთა შორის გავიხსენებთ შემდეგს: – „საუკუნეების განმავლობაში, ღვთისა და სარწმუნოების წინააღმდეგ წარმოებულმა მეთოდურმა ბრძოლამ თავისი შედეგი ნაწილობრივ მაინც გამოიღო. თანამედროვე კაცობრიობის უმეტეს ნაწილს ღვთის რწმენა უკვე დაკარგული აქვს და ფსევდოკულტურის, ფსევდოხელოვნებისა თუ ფსევდოფილოსოფიური აზროვნების უბადრუკი ნიმუშებით, მასში ბუნებითი „შჯული“ სინდისის აღმოფხვრასაც ლამობენ“. – „აღსანიშნავია ის გარემოება, რომ არასდროს წარმოჩენილა ასე ცხადად დაცემული ადამიანის სახე, როგორსაც ამჟამად ვხედავთ, საამისოდ საფიქრალი კი ძალზე ბევრი გვაქვს. მარტო მე-20 საუკუნის გახსენება რად ღირს, როცა ყალბად გაგებულმა თავისუფლებამ კაცობრიობის ერთი ნაწილი ღვთისა, და აქედან გამომდინარე ზნეობის უბერებელი კანონების უარყოფამდეც მიიყვანა და მათგან „განთავისუფლებული“ ცოდვის მონებად აქცია“. ყოველივე ამის ფონზე მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ბრძანებს: „საჭიროა ჩამოყალიბდეს საკაცობრიო ღირებულებათა ზნეობრივი ღერძი“, რასაც იგი ცივილიზაციათა შორის წარმატებული დიალოგისა და კონფლიქტებისა და დაპირისპირების თავიდან აცილების ეფექტურ საშუალებად მიიჩნევს. ვფიქრობთ, ამ მიმართებითაც სერიოზული დაფიქრება გვმართებს.
ლგბტ აქციის თავგამოდებული მხარდამჭერები ღია ეთერში ოპონენეტებს ასეთ შეკითხვას უსვამენ: „რა უფრო უპირატესია – კონსტიტუცია თუ ბიბლია“? რა ვუპასუხოთ?
მე მგონი, ამ შეკითხვას არ დაუსვამენ აშშ-ს პრეზიდენტს, და სხვა ქვეყნების პირველ პირებსაც, რომლებიც ინაუგურაციის დროს ბიბლიაზე იფიცებენ, ასევე ბიბლიაზე ხელის დადებით იფიცებენ სასამართლოებში, სახელმწიფო მოხელეებიც ხშირად ბიბლიაზე დებენ ფიცს, რომ თავიანთ მოვალეობებს პირნათლად შეასრულებენ. ამ შეკითხვის ავტორებს იმის განცდა და მოლოდინი აქვთ, რომ ნებისმიერი პასუხი: „უპირატესია ბიბლია“ ან „უპირატესია კონსტი-ტუცია“, მათსავე წისქვილზე დაასხამს წყალს, რითაც, ერთმნიშვნელოვნად, გაა-მართლებენ თავიანთ პოზიციას. მაგრამ, უკაცრავად, უნდა ვამხილოთ მათი ცდომილება. ცოტა ვრცლად მომიწევს პასუხის გაცემა. ზემომოხმობილი შეკითხვის არსში წვდომისათვის ათეისტთა ერთ ცნობილ კითხვას გავიხსენებ: „თუ შეუძლია ღმერთს ისეთი ზომის ქვა შექმნას, რომლის აწევასაც ვერ შეძლებს“? რა თქმა უნდა, ეს ორი შეკითხვა იდენტური არა არის, თუმცა საერთო ის აქვთ, რომ ღვთის ნება, ადამიანთა ხსნის საღმრ-თო განგებულებაა უგულებელყოფილი და ოდენ კაცობრივ ნებასა და აზრს წარმოაჩენს. სწორედ ამაზეა ნათქვამი: „…უმეცარ იყვნეს იგინი სიმართლისა მისგან ღმრთისა და თვისსა მას სიმართლესა ეძიებდეს დამტკიცებად და სიმართლესა ღმრთისასა არა დაემორჩილნეს“ (რომ. 10, 3). ამგვარად, როგორც ვხედავთ, მორწმუნე ადამიანის ცნობიერება მკვეთრად განსხვავდება ურწმუნო ადამიანის მსოფლაღქმისა და შეხედულებებისაგან. მართლმადიდებელი ადამიანის თვალსაწიერი ამქვეყნიურ, მიწიერ საზღვრებს სცილდება და დროში მარადისობას ჭვრეტს. მისი სულიერი ხედვა სამყაროს არსებობას ერთ მთლიანობაში მოიცავს, ანუ პერიოდს – ქვეყნიერების შექმნიდან ვიდრე მეორედ მოსვლამდე, და მის შემდგომ – მარადიულ ცხოვრებასაც, რომელსაც უაღრესად ნათლად წარმოგვიჩენს მართლმადიდებლური სარწმუნოების სიმბოლოს (მრწამსის) ბოლო ორი წევრი: „მოველი აღდგომასა მკვდრეთით. და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა. ამინ“. ამგვარად, ჭეშმარიტი მორწმუნისათვის, ხილულ სამყაროსთან ერთად, პა-რალელურად, უხილავი – სულიერი სამყაროც მყოფობს და ის ეკლესიური ცხოვრებით ორივე სამყაროს რეალიების თანაზიარი ხდება. ამასთან, იგი აცნობიერებს, რომ, ღვთის მიერ დადგენილი წესით, ორივე სამყარო განსმსჭვალავს ერთმანეთს და მათ შორის იერარქიულად უპირატესი ადგილი უხილავ სამყაროს განეკუთვნება. რადიკალურად განსხვავებულია ამქვეყნიური საზრუნავით დამძიმებული, ოდენ ყოფით პრობლემებს გადაგებული ადამიანის ცნობიერება, რომელიც უკლებლივ აისახება მის ქმედებებსა თუ აზროვნებაზე, მის სულიერ ღირებულებათა სისტემაზე, მთელ ცხოვრებაზე. ასეთი ადამიანი, გარეგნულად, შეიძლება მორწმუნედაც წარმოუჩნდეს სულიერ ცხოვრებაში გამოუცდელი პიროვნების მზერას; სწორედ მასზე ასე შეგვაგონებს პავლე მოციქული: „ღმერთსა აღიარებენ ვითარმედ იციან, ხოლო საქმით უარჰყოფენ, საძაგელ არიან და ურჩნი, და ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა გამოუცდელ“(ტიტე 1, 16). აქვთ კი ზემომოხმობილი შეკითხვის ავტორებს მკვდრეთით აღდგომის მოლოდინი ან ღვთის ნების გამოძიების სურვილი, და საერთოდ, ფიქრობენ თუ არა ცხონებაზე, როგორც ამას წმიდა წერილი შეგვაგონებს: „…ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“(მთ. 6, 33). ამგვარად, ყოველივე ზემოთქმულის ფონზე, თქვენ მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხი ასეთია: „მიეცით კეისრისა კეისარსა და ღმრთისა ღმერთსა“ (მთ. 22, 21; მკ. 12, 17; ლკ. 20, 25).
მამაო, ზემოთ ბრძანეთ, რომ არაობიექტურად მოხდა 17 მაისის მოვლენების გაშუ–ქება. გვიამბეთ, რა მოხდა იქ სინამდვილეში?
2013 წლის 17 მაისს განვითარებული მოვლენების წარმოჩენას შემდეგ გარემოებათა აღწერით დავიწყებ. უპირველეს ყოვლისა, იმას ავღნიშნავ, რომ თავიდანვე შეცდომაში იქნა საზოგადოება შეყვანილი, როცა გაცხადდა, რომ ლგბტ-ს წევრთა აქცია ჰომოფობიის წინააღმდეგ იყო მიმართული. ასევე, თითქოსდა ამ საზოგადოების წევრებს პირად პრობლემებზე სურდათ საუბარი და თანამოქალაქეთათვის თვალებში ნაცრის შეყრის მიზნით, აქციის მდუმარედ ჩატარებაზე გააკეთეს აქცენტი. სინამდვილეში, თავიდანვე, ეს აქცია, გაუკუღმართებული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდის მიზნით, გეი აღლუმის ჩატარებას ისახავდა მიზნად, რაზეც მათ მიერ წინდაწინ მომზადებული „გეი პლაკატებიც“ მოწმობს. შენდობას ვითხოვ მკითხველისგან, რადგან ერთ-ერთი პლაკატის შინაარსის გაჟღერება მიწევს, რომელიც ასე „წარმოგვიდგინეს“: „მე მიყვარს ჩემი გეი მეგობარი“ (წინადადებაში ნაცვლად სიტყვისა – „მიყვარს“ გული იყო გამოსახული). ეს, და სხვა არაერთი „გეი პლაკატი“ ჰქონდათ გამოტანილი ლგბტ აქციის მონაწილეებს, რაც უამრავმა ადამიანმა ნახა და რაზეც თავად საქართველოს ლგბტ-ს აღმასრულებელი დირექტორი (გვარად შუბლაძე) საუბრობდა ერთ-ერთ ინტერვიუში. რამდენიმე კითხვა მინდა დავსვა: 1. რომელი პრობლემის წარმოჩენას ცდილობდნენ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები ზემომოხმობილი „გეი პლაკატის“ გამოფენით? ნუთუ, საზოგადოებამ უნდა დაიჯეროს ის სიცრუე, რომ ისინი ამ პლაკატით თავიანთ პრობლემებს ამცნებდნენ საზოგადოებას? 2. სექსუალური უმცირესობის „მდუმარე აქციის“ მონაწილეთა ქმედებები, კერძოდ, საჯარო სივრცეში, ვაჟთა წყვილების ხვევნა-კოცნა და სხეულის „გეი მოძრაობები“, რომლის მხილველიც კონტრაქციის არაერთი მონაწილე გახდა, და რამაც, პრაქტიკულად, ფიზიკური ძალადობის პროვოცირება გამოიწვია, ხომ არ წარმოადგენს გაუკუღმართებული ცხოვრების პროპაგანდას? 3. რატომ შეარჩიეს ლგბტ აქციის მონაწილეებმა პარლამენტის (ყოფილი) შენობის წინამდებარე ტერიტორია, რომლის მახლობლადაც, სულ რაღაც 20 მეტრში, ერთ მხარეს თბილისის კლასიკური გიმნაზია, ხოლო მეორე მხარეს კი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეა განთავსებული? იქ ხომ იმ დღეს (პარას-კევს, დღის 12-13 საათზე) ათასზე მეტი ბავშვი მეცადინეობდა? ხომ არ დაირღვა ამით როგორც ბავშვთა, ისე მშობელთა უფლებები? და თუ ეს ასეა, ვინ უნდა აგოს კანონის წინაშე ამაზე პასუხი? 4. ხომ არ უნდა მიეცეს ლგბტ აქციის ორგანიზატორებისა და მათი მეხოტბეებისა თუ ხელშემწყობთა ქმედებებს ფსიქოლოგიური ძალადობის კვალიფიკაცია, და თუ დაინტერესდებიან ამით სამართალდამცავი თუ უფლებადამცავი ორგანიზაციები? 5. 17 მაისის აქციის ფინალურ ნაწილში სექსუალური უმცირესობის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა, რაც ყოვლად მიუღებელია და დასაგმობი, ხომ არ იყო სპეციალურად პროვოცირებული ეკლესიის დისკრედი-ტაციის მიზნით? ამ საკითხს, გარკვეულწილად, ნათელს მოჰფენს იმ ორგანი-ზაციათა გამოვლენა, რომლებიც აფინანსებენ და რომელთთა წინაშეც ანგარიშვალდებულნი არიან მსგავსი აქციის ორგანიზატორები და ხელშემწყობნი. არ მსურს გადავღალო მკითხველი მომდევნო კითხვებით, რომელიც ბევრზე ბევრი მაქვს, და სათქმელს წმიდა იოანე ოქროპირის შემდეგი სიტყვებით გავაგრძელებ: „…გულისხმიერთათვის ნათქვამიც საკმარისია, ხოლო უგულისხმოთათვის უსარგებლო იქნებოდა ამაზე მეტიც რომ გვეთქვა“ (Творения св. Иоанна Златоуста, т.I, кн. 2-я, С. Петербург, 1898г.). კონტრაქცია ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით დაიძრა. უბრალო ადამიანები, ჩვენი თანამოქალაქეები, ტაშით ეგებებოდნენ ამ მსვლელობას. დემონსტრანტებს ზნეობის დაცვის შინაარსის მქონე ტრანსპარანტებიც მოჰქონდათ. მთელი თავისი არსით ეს მსვლელობა პარლამენტის (ყოფილ) შენობამდე მშვიდობიანი იყო. მინდა, 17 მაისს განვითარებული მოვლენების სრული სურათის წარმოჩენის მიზნით კითხვა დავუსვა მასმედიის წარმომადგენლებს: 1. რატომ არ გამოიტანეს სააშკარაოზე მომიტინგეთა ორივე მხარის პლაკატები, რომლებიც თითეული აქციის მოტივსა და შინაარსს წარმოაჩენდა? 2. რატომ „ვერ დაინახა“ მათმა ობიექტივმა კონტრაქციისადმი უამრავი თანამოქალაქის აქტიური მხარდაჭერა, რომელიც რუსთაველზე მდებარე შენობებიდან თუ საფეხმავლო სივრციდან, თანამოქალაქეთა ტაშითა თუ სათანადო შეძახილებით გამოიხატა? 3. შექმნილ სიტუაციაში, როცა რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათეული ათასი საქართველოს მოქალაქე ზნეობის, მოზარდი თაობის, მშობელთა უფლებების დასაცავად იყო გამოსული, რატომ „ვერ დაინახა“ მათმა ობიექტივმა გაუკუღმართებული სექსუალური ცხოვრების პროპაგანდის აქციის მონაწილეთა აშკარა წამქეზებლები! მათმა არაადეკვატურმა ქმედებებმა ხომ გააათმაგა აბსოლიტური უმრავლესობის მხრიდან ფიზიკური ძალადობის პროვოცირების საფრთხე?! თანაც, ამ პროცესში ხომ არაერთმა „ცნობადმა“ სახემ მიიღო მონაწილე-ობა? ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიჩნდება სურვილი, ყველა იმ პიროვნებას თუ ორგანიზაციას, ვინც ცალმხრივად წარმოაჩინა 17 მაისს განვითარებული მოვლენები, დავით გურამიშვილის შემდეგი სიტყვებით მივმართო: „ვინც რომ ძრახვას თაკილობდეს, ნურასა იქმს საძრახავსა: თავისიცა განიმაგროს, ნუ აფოფნებს სხვის ნიფხავსა“. ამგვარად, ჩვენი აზრით, 17 მაისის მოვლენებმა ნაწილობრივ მაინც მოახდინა იმ პირთა და ორგანიზაციათა ლუსტრაცია, თუ ვინ ზრუნავს საქართველოს მომავალზე და მის ზნეობრივ სახეზე, ვინ ცდილობს ჩვენი ქვეყნის სოდომ-გომორად ქცევას; თუ ვის სურს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ყოველი ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვა, ოღონდ არა ბავშვთა თუ მშობელთა, ასევე საზოგადოების უდიდესი ნაწილის უფლებების იგნორირების ხარჯზე; თუ ვინ იმართება გარედან შემოსული ფინანსებით, რისი მეშვეობითაც „ქვეყნისათვის სასიკეთო“ არაერთი პროექტი მოდის მოქმედებაში. რეალურად, ვინ საუბრობს სიძულვილის ენით და ვის მხილების ენა აურჩევია საკომუნიკაციოდ. ვინ ცდილობს საქართველოში ტროას ცხენის შემოგორებას, შემდგომში ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის მიზნით, რასაც არაერთი სხვა „სიკეთის“ დაკანონებაც მოჰყვება და ა.შ. … 17 მაისს ფიზიკური ძალადობის დაწყებამდე სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებიც განვითარდა, რომლებსაც მომავალში შევეხები, აქ კი სათქმელს წმიდა წერილის შემდეგი სიტყვებით დავასრულებ: „და ნუ თანახატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქუენისაითა, რაითა გამოიცადოთ თქუენ, რაი-იგი არს ნებაი ღმრთისაი: კეთილი, სათნოი და სრული “აღნიშნულ ინფორმაციას აქვეყნებს ოფიციალურ ფეისბუქის გვერძე საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი.
15.07.13