37 წლის წინ ირანის შაჰის, მოჰამად რეზა ფეჰლევის მონარქია დაემხო და მისი ადგილი დაიკავა ისლამისტი სასულიერო ლიდერის, აიათოლა რუჰოლა ხომეინის მთავრობამ.
1979 წლის 11 თებერვალს რევოლუციურმა ძალებმა და ამბოხებულმა ჯარებმა კონტროლი დააწესეს ირანზე და გზა გაუხსნეს ხელისუფლებაში ხომეინის მოსვლას. ეს იყო მოვლენათა სერია, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1979 წელს და რომლის შედეგად ირანი კონსტიტუციური მონარქიიდან სახალხო თეოკრატიულ ისლამურ რესპუბლიკად იქცა; შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევიშეცვალა აიათოლა რუჰოლა ხომეინიმ.
რევოლუცია ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე ლიბერალთა, მემარცხენეთა და რელიგიურ ჯგუფთა ალიანსმა შაჰის მმართველობა ჩამოაგდო; მეორე ეტაპზე, რომელსაც ისლამურ რევოლუციასაც უწოდებენ, აიათოლა მოვიდა მართვის სათავეში. შემდგომ პერიოდში ისლამური კულტურული რევოლუცია განხორციელდა.
ნატალია ჯალაღონია