2 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
2 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
2 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
2 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
2 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

kvirikaსაქართველოს პრემიერ-მინისტრი 12 თებერვალს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა. გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის 52-ე უსაფრთხოების კონფერენციაში, სადაც მსოფლიო ლიდერები უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებს განსაზღვრავენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა კონფერენციის  თემატურ პანელზე- ”სამომავლო მიმართულება ევროინტეგრაციისკენ”.

გიორგი კვირიკაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ბულგარეთის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევთან, სლოვენიის პრეზიდენტ ბორუტ პაჰორთან, ესტონეთის პრეზიდენტ ტომას ჰენდრიკ ილვესთან, ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან. საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდება ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ერნა სოლბერგს და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ მილო დუკანოვიჩს.

დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინთან.

გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება კონფერენციის ოფიციალური გახსნისა და საზეიმო მიღების ცერემონიას და ბავარიის მიწის პრემიერ-მინისტრის, ჰორსტ ზეეჰოფერის სახელით გამართულ ოფიციალურ სადილს.

საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას 14 თებერვალს დატოვებს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.

(Visited 37 times, 1 visits today)

კომენტარები