13 თებერვალს ქართველი მეცნიერი, მწერალი და მთარგმნელი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ბაჩანა ბრეგვაძე გარდაიცვალა.
11 თებერვალს 80 წელი შეუსრულდა, თუმცა, ცოტას თუ გაახსენდა.
ბაჩანა ბრეგვაძე თარგმნიდა ძველი ბერძნული, ლათინური, იტალიური, ფრანგული, ესპანური, გერმანული, პორტუგალიური, რუსული ენებიდან. მის მიერ შესრულებული და გამოქვეყნებული ძირითადი შრომების გარდა, დაბეჭდილი აქვს 70-მდე ნაშრომი.
ბაჩანა ბრეგვაძეს ეკუთვნის ფსევდო ლონგინეს, მარკუს ავრელიუსის, პასკალის, ნეტარი ავგუსტინეს, ნიკოლო მაკიაველის, პოლ ვალერის, პლატონის, არისტოტელეს, ციცერონის, ვივეკანანდას, დანტეს, ანატოლი ფრანსის, ლაროშფუკოს, ანრი ბერგსონის, ეგზიუპერის, ჰენრიკ იბ სენის, ნიკოლოზ ბერდიაევის ნაშრომების თარგმანები.
დაჯილდოებულია ღირსების ორი ორდენით (1995 და 2005წ.) სხვადასხვა დროს მინიჭებული აქვს ივანე მაჩაბლის, ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, საბას (ორგზის), და დავით აღმაშენებლის პრემიები.
აკადემიკოს ბაჩანა ბრეგვაძეს 18 თებერვალს დაკრძალავენ, ხოლო სიონის საკათედრო ტაძრიდან 14 საათზე გამოასვენებენ.
ნატალია ჯალაღონია