• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, May 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პროექტი რომელიც სრულიად საქართველოს აერთიანებს

11 years ago
in საზოგადოება
A A
პროექტი რომელიც სრულიად საქართველოს აერთიანებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თბილი, მხიარული, ფერადი და სიცოცხლით სავსე 2015 წლის 3 მაისი, დღე, როდესაც ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, კონკასთან შეიკრიბნენ. მათი შეკრების მიზეზი კი წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ „ივერიის“ სახელობის  პროზა-პოეზიის ლიტერატურული პრემია – „ივერია“ იყო. ეს  სწორედ ის პროექტია, რომელიც ხელს უწყობს ხელოვანთა ნიჭის გამოვლენას, აერთიანებს ყველას, მიუხედავად  მათი ფიზიკური  შესაძლებლობებისა, თუ სოციალური სტატუსისა.  ღონისძიება, რომელიც  2013 წლის 28 ნოემბერს დაიწყო თვეში ერთხელ იმართება და საქართველოს სხვადასხვა კუთხეს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ პროექტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში კონკასთან შეკრებილი პოეტები, თბილისიდან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს ესტუმრნენ.

10404122_892439387475947_1571558425955733403_n

მათ იქ ივ. ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი მოინახულეს, სადაც თამაზ სულაძემ, პროექტის სახელით მომავალი თაობის განათლებისთვის, სახლ-მუზეუმის ბიბლიოთეკას რამდენიმე ასეული წიგნი გადასცა. ისინი ასევე ესტუმრნენ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმს, რომლის შემდგომაც, უფლისციხე მოილოცეს, ხოლო საღამოს, გორის კულტურის სახლში, წელიწადი მეორის, რიგით მესამე ღონისძიება გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს, როგორც შემდგარმა, გამოჩენილმა და ახალგაზრდა პოეტებმა, ისე ხატმწერმა,  ფოტოხელოვანმა, მხატვარმა და სასულიერო პირმა. ზოგადად აღსანიშნავია, რომ  პროექტში ასევე  ჩართულნი არიან მსჯავრდებულებიც, რომელთა ლექსების პრეზენტაციაც სწორედ ღონისძიებებზე ხდება.

„თბილისი თაიმსი“ პროექტის იდეის ავტორს, პრემიისა და „საგამომცემლო სახლის ქართული ელიტის“ დამფუძნებელ და მთავარ რედაქტორს, ნუგზარ ჭიაბერაშვილს ესაუბრა.

11246857_892439354142617_3366595659122069508_n

“პროექტმა წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის ლიტერატურული პრემია – „ივერიამ“  თავისი დიდი ადგილი დაიკავა ქართულ მწერლობაში, პოეზიაში, მათ შორის,  ხატწერაში, მხატვრობაში და ფოტოხელოვნებაში.  ჩვენ თავიდანვე შევძელით, რომ საზოგადოების ეს უმნიშვნელოვანესი  და  მოაზროვნე ნაწილი გაგვეერთიანებინა და საზოგადოებისთვის ნათელი მაგალითი გამხდარიყო ქართველობისა, ერის სიყვარულისა და კეთილი სიტყვისა.

მინდა აღვნიშნო, რომ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევის შესასრულებლად პროექტმა შეისისხლხორცა ხეების დარგვა და უკვე ათეულობით ბზა დავრგეთ ჩვენი ქვეყნის სამ ქალაქში და ამ ადგილებს ილია მართალის – ჭავჭავაძის ბაღები ვუწოდეთ. ეს ის ბაღები იქნება, სადაც მომავალი თაობები გაიზრდებიან და ამ წმინდა ხეების ჩრდილში სულიერ სიმშვიდეს ჰპოვებენ.

ჩვენმა პროექტმა კიდევ ერთი დიდი გამარჯვება იზეიმა იმით, რომ, როგორც იცით ჩართული გვყავს მსჯავრდებულები, მათი შემოქმედება გამოგვაქვს საპატიმროებიდან და საზოგადოებას ვუკითხავთ, შემდეგ ჩვენს ჟურნალებში – „ქართული ელიტა“, „ნათლია“ და „განსაკუთრებული ჟურნალი“ მასპინძლობს მათ შემოქმედებას და მეტი ადამიანი ეცნობა, მათ შორის ჩვენს მიერ გამოცემულ წიგნებშიც ვბეჭდავთ დიდი კლასიკოსებისა და დღევანდელი ქართველი პოეტების გვერდით, რაც მათთვის მეტად მნიშვნელოვანია.

11207342_892439364142616_6885545946706299466_n

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი გამარჯვებული ნომინანტი ირაკლი ფიცხელაურია, პოეტური ფსევდონიმით „რევა“, რომელიც იყო მსჯავრდებული და ჩვენი პროექტის მონაწილე, ბოლოს კი გამარჯვებული. მისთვის, სამწუხაროდ, ამ უზარმაზარი ჯილდოს გადაცემა ვერ მოვახერხეთ მაშინ, რადგან იგი ზუსტად იმ პერიოდში გათავისუფლდა და ვეღარ მივაგენით, თუმცა, მერე სოციალური ქსელის მეშვეობით აღმოვაჩინეთ ჩვენი გმირი და მოვიწვიეთ ამ ღონისძიებაზე, გორში. აქ უკვე მისთვის პასუხისმგებლობის გაასმაგება გვსურდა, რისთვისაც თავადაც მზად იყო. ამიტომ, გორისა და ატენის მეუფეს, მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავას) ვთხოვეთ, რომ ჩვენს ღონისძიებაზე მობრძანებულიყო და თავად გადაეცა ჩვენს მიერ დაწესებული ჯილდო, პრემია და, რაც მთავარია – ილია მართალის ორდენი. ირაკლი ფიცხელაურმა მეუფე ანდრიას ხელიდან მიიღო ეს ყოველივე და მის აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა, დადებითი ემოციისგან საუბარი უჭირდა, სამადლობელო სიტყვებს თავს ვერ უყრიდა, მთელი საღამო ორდენი გულიდან არ მოიშორა. თუნდაც ამისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროექტი გამართლებულია და ასევე ვფიქრობ, რომ მისი უწმინდესობის იმედები გავამართლეთ. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენ მისი უწმინდესობის სურვილი ავასრულეთ – დავდივართ ქალაქებში, სოფლებში და ქართველ პოეტებს პირადად ვაცნობთ ხალხს, იქვე იმართება პოეზიის საღამოები, რასაც ერთიანი დადებითი აღფრთოვანება და ოვაცია სდევს ხოლმე. პროექტი ძალიან დიდ სიყვარულს ატარებს და ეს შეხვედრებიდანაც ნათლად ჩანს. ილიას პრემია „ივერიამ“ ხალხოსნობა აღადგინა და ჩვენც მივყვებით ნელანელა ამ გზას, რათა ხალხი და მწერალი ერთმანეთს იცნობდეს პირადად, ენდობოდენენ წიგნში წაკითხულ სიტყვას და ეიმედებოდეთ ერთურთი, შემოქმედები კი ხალხისგან იმავე ემოციას იღებდეს, რაც მან მისი ნაწარმოების კითხვის დროს,” –  განაცხადა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, პროექტი ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას. შესაბამისად, ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღო განსაკუთრებული  შესაძლებლობების  (შშმპ) მქონე პოეტმა, ნიკოლოზ ფარეხელაშვილმა:

10985342_892440404142512_1690970171617972861_n

„მოგეხსენებათ, რომ ეს პროექტი ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მონაწილეობას, აქედან გამომდინარე,  დამიკავშირდნენ  და ღონისძიებაში მონაწილეობა შემომთავაზეს. დღეს მე აქ ვარ და მოხარული ვარ, რომ  ასეთი  ნიჭიერებისა და სიყვარულის მომსწრე ვარ. ასევე მოხარული ვიქნები, თუ საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ასეთი ღონისძიებები კვლავ გაგრძელდება,“- აღნიშნა პოეტმა ნიკოლოზ ფარეხელაშვილმა.

პროექტის მნიშვნელობაზე გვესაუბრა ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი და მასპინძელი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია:

11221360_892439360809283_329393885669145080_n

„დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი საღამო ყველა აქ მყოფთათვის დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი იყო. ის  სულიერი სიამოვნება და სიხარული,  რომელიც ჩვენ  დღეს მივიღეთ, კიდევ ერთხელ მოწმობს,  თუ რაოდენ მნიშვნელოვანია შემოქმედება ადამიანისთვის. ეს პროექტი თავისთავად წარმოადგენს იმ ადამიანების შემოქმედებას, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან სხვადასხვა ნიჭით: კაზმული სიტყვის, ხატწერის, ფერწერის, თუ ფოტოხელოვნებისა. ეს კი  თავისთავად ემსახურება მშვენიერებას და იმას, რომ ადამიანში დაბადოს კეთილი გრძნობა და მოყვასისადმი სიყვარული. ვფიქრობ, რომ ეს ღონისძიება კიდევ მრავალ ადამიანს გამოაჩენს და გაგვამდიდრებს ჩვენ ყველას“.

პოეტმა, თამარ ჯაჭვაძემ, აღნიშნა, რომ „ნიჭიერებითაა დასჯილი ქართველი კაცი! მრავალნაირია ნიჭი ამქვეყნად, მაგრამ არის ნიჭი ადამიანის გახარებისა, გულმოკლულის გულის განკურნებისა, ატირებულის ცრემლის მოწმენდისა, თანადგომისა და თანალმობისა. მე მგონია, რომ სხვა მრავალ ნიჭთაგან ამ ყველაზე ადამიანურ ნიჭს ფლობს ბატონი ნუგზარ ჭიაბერაშვილი. ერთი დღით ბავშვობაში დამაბრუნა ამ საოცარმა პროექტმა, მიუხედავად საზოგადოების მრავალფეროვნებისა, ყველას თავისებურად ეფერება და სწორედ მისთვის სათქმელს და საფერებელ სიტყვას პოულობს ამ საოცარი პროექტის ავტორი. დიდი მადლობა, რომ ამ საოცრად ადამიანურ და ჰუმანურ იდეას ანხორციელებს ეს ადამიანი. მადლობა ღმერთს, მის უწმინდესობას, ყველა სასულიერო პირს, ეკლესიას, ვინც მას შთააგონა ეს იდეა, გვერდით დაუდგა მის განხორციელებაში“.

11059711_892439377475948_1142348418207776222_n

პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი:

„ეს პროექტი მეტად საჭიროა მთელი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ჩვენი რაიონისთვის, რადგან ეს  რაიონი გარკვეული ტრადიციებით გამოირჩევა. მოგეხსენებათ, რომ სწორედ აქ არის  დაბადებული და აღზრდილი იაკობ გოგებაშვილი, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართველი ერის წინაშე, ასევე სხვა მრავალი საზოგადო მოღვაწე. ამიტომ ამ ტრადიციებს  განვითარება, გავრცელება  და გაძლიერება სჭირდება.  სწორედ ამას ემსახურება ეს პროექტი და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო  პროექტის ავტორს, ბატონ ნუგზარ ჟიაბერაშვილს. მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, რომ ეს პროექტი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება, რაც უფრო მეტ ვალდებულებას გვაკისრებს ჩვენ, როგორც ამ პროექტის მხარდამჭერებს, რადგან ჩვენი ვალდებულებაა თითოეულ ოჯახამდე მივიდეს ქართული სიტყვა და ქართული ენის სიწმინდე.იმედია,  რომ ჩვენ ამას შევძლებთ  და კვალავ გავაგრძელებთ თანამშრომლობას“.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში ყოფილი მსჯავდებული, პოეტი ირაკლი ფიცხელაურიც მონაწილეობდა, რომელსაც პრემია  „ივერიის“  სიგელი გადაეცა.

მისი  სიტყვები  კი ემოციით იყო ნათქვამი: „ამ პროექტმა დამანახა ცხოვრების საიდუმლო, რომელიც დღემდე, ამ საქართველოში ვერავინ დამანახა. მინდა ვთქვა, რომ ეს პროექტი ადამიანის სულის მელოდიაა და როდესაც ეს მელოდია დაკვრას იწყებს, მაშინ ყველა ჟრიამულობს და განცდებს აფრქვევს, რომელიც საქართველოს დიდ სიყვარულს ჩუქნის…“

11224064_892440407475845_4344765778655620716_n

„მინდა, რომ ბევრი ასეთი წარმატებული პროექტი განხორციელდეს საქართველოში. მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ილიას პრემიის მონაწილე ვარ“, – განაცხადა ახალგაზრდა ნიჭიერმა პოეტმა, ქეთი სიხარულიძემ.

„ეს პროექტი სრულიად საქართველოს გული გახდა პირველივე დღიდან, ვინაიდან ყველა დიდი და გამოჩენილი მწერალი და სხვადასხვა დარგის ხელოვანები ჩაერთვნენ.  ამ საქმეს მადლი და წარმატება მისმა უწმინდესობამ მიანიჭა თავისი ლოცვა-კურთხევით. ამ პროექტში ვინც ჯერ კიდევ არ ჩართულა, დროულად უნდა შეუერთდეს მას, რადგან ეს ერთადერთი ყველაზე ძლიერი და საჭირო პროექტია, რომელიც საქართველოში ყველას და ყველაფერს აერთიანებს, რაც კი კარგი და კეთიულშობილურია, რაც არა და აკეთილშობილებს. ამ პროექტში საოცრებები ხდება და ეს საქართველოს წარსულის, აწმყოსა და მომავლის საქმე კეთდება“, – აღნიშნა პროექტის პარტნიორმა, „გორმედის“ ხელმძღვანელმა, გიორგი კაკუშაძემ.

ღონისძიებას  ასევე სტუმრობდნენ 2014 წლის პრემია „ივერიის“ ლაურიატები,  ანსამბლი „სამა“, „გორი“, მიხეილ წითელაშვილი და გორის გოგონათა კაპელა. პროექტში მონაწილე თითოეულ ადამიანს კი  სიგელები და ილია მართალის ხატები გადასცეს.

 პროექტის მედია პარტნიორია საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „თბილისი თაიმსი“.

მასალა მოამზადა

ლაკო ბიტ-ბაბიკოვმა

ShareTweet

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ბობ დილანმა აიღო

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ბობ დილანმა აიღო

10 years ago
“ვიცოდი პირველ პენალტს სადაც დაარტყამდა, იმიტომ რომ…” – რა თქვა მატჩის ერთ-ერთმა გმირმა, გიორგი მამარდაშვილმა თამაშის შემდეგ

“ვიცოდი პირველ პენალტს სადაც დაარტყამდა, იმიტომ რომ…” – რა თქვა მატჩის ერთ-ერთმა გმირმა, გიორგი მამარდაშვილმა თამაშის შემდეგ

2 years ago

ელგუჯა ხოკრიშვილი ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

12 years ago
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დაკარგული მცირეწლოვანი ბავშვი იპოვა

პოლიციამ რუსთავში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

7 years ago

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ნუკრი ქოქუაშვილია. ახლობლების ინფორმაციით, 25 წლის ბიჭის ცხედარი პოლიციამ იპოვა. ნუკრი ქოქუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო და...

Read moreDetails
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა 05/13/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 05/13/2026
  • სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა 05/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by