გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ანა დალაქიშვილის განცხადებით, 3 წლის თაია, რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს, კონტაქტური და ადეკვატურია. მას გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნება.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ბავშვს შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება.
„მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც მწვავე ტრავმული დაზიანება არ აღმოჩნდა. ამ ეტაპზე პაციენტი დაკვირვების მიზნით აგრძელებს მკურნალობას ინტენსიურ განყოფილებაში, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბავშვი კონტაქტური და ადეკვატურია, მას გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნება“, – აცხადებს ანა დალაქიშვილი.












