ფონიჭალაში მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი მაშველებმა დაღუპული ნანგრევებში იპოვეს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ფონიჭალაში ნანგრევებიდან მაშველებმა მცირეწლოვანი გოგონა ამოიყვანეს.ბავშვი სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი კლინიკებშია გადაყვანილი, ხოლო ამ დროისთვის ოთხი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.






