დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის მდგომარეობა სერიოზულია, მას სხეულის 87%-ის დამწვრობა აღენიშნება.
როგორც ქაშიბაძე აღნიშნავს, სრული სხეულის დამწვრობის გარდა, ახალგაზრდა კაცს სასუნთქი გზები აქვს დაზიანებული.
“სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად, ჩვენს კლინიკაში შემოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი, 31 წლის. აღენიშნება მთელი სხეულის დამწვრობა, დაახლოებით 87%. ამას ემატება ზემო სასუნთქი, თერმულ-ინჰალაციური გზების დაზიანება და ბაროტრავმა.
დამწვრობით შოკის დიაგნოზით არის მოთავსებული დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია, ძალიან საშიში დიაგნოზი აქვს. მიმდინარეობს საგანგებო მკურნალობა”, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.












