aleksi_petriashvili_3646ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! სიყვარული აუცილებლად გაიმარჯვებს!, – ამის შესახებ წერია ალექსი პეტრიაშვილის “ფეისბუქის” გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მასში აღნიშნულია, რომ პოსტი დაწერილია პეტრიაშვილის კარნახით და დავალებით.

“ვწერ და ვაზიარებ ბუკას კარნახით და დავალებით: ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! სიყვარული აუცილებლად გაიმარჯვებს!”, – ნათქვამია პოსტში, რომელშიც ალექსი პეტრიაშვილის მეუღლე ეკა მიშველაძეა მონიშნული. პოსტს თან ახლავს წყვილის ფოტოსურათი.

“თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი რამდენიმე დღის წინ დაჭრეს.

(Visited 11 times, 1 visits today)

კომენტარები