6-7 მარტს გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება.
დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ელმარ მამედიაროვთან, რის შემდეგაც გაიმართება შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით.
საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, ასევე შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან არტურ რასი-ზადესთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან ოქთაი ასადოვთან.