გასულ წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში დასაქმებულ მოხელეთათვის ტოლერანტობის, რელიგიური კულტურისა და ზოგადი რელიგიათმცოდნეობითი სემინარების ჩატრებასა და მოკლე საინფორმაციო ბუკლეტების მომზადებას.
მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, აგრეთვე პრობაციონერთა რელიგიური უფლებების დაცვისა და მათი რესოციალიზაცია–რეაბილიტაციის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციებისა და შუამდგომლობების მომზადებას, რას საშუალებას მისცემს მათ მიიღონ მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში და შეხვდენენ სასულიერო პირებს.
როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2015 წლის ანგარიშშია ნათქვამი მხარეები აგრეთვე თანხმდებიან ითანამშრომლონ შემდეგი მიმართულებებით:
- კაპელანის ინსტიტუტის ჩამოყალიბება, მათ შორის, სათანადო პერსონალის გადამზადება საერთაშორისო სტანდარტებით და შემდგომი ინფორმაციული და სასწავლო–მეთოდოლოგიური მხარდაჭერა;
- სასჯელაღსრულების დაწესებულებებათა ბიბლიოთეკებში რელიგიური ლიტერატურის განთავსება.
უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტრო კაპელანების დანიშვნას ახორციელებს მხოლოდ რელიგიის სააგენტოს წერილობითი რეკომენდაციის საფუძველზე.
სოფიკო ნინიკაშვილი