„გულის ამერიკული ასოციაციის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, შოკოლადის მოყვარულებს კიდევ ერთი მიზეზი ექნებათ, რითაც თავიანთ დამოკიდებულებას გაამართლებენ.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს კავშირი შოკოლადის ყოველდღიურ მიღებასა და ჯანმრთელ გულს შორის. ისინი ორი წლის (2007-2009) განმავლობაში აკვირდებოდნენ 18-69 წლამდე 1,153 ადამიანს. 80%-ზე მეტი მათ შორის იყო შოკოლადის აქტიური მომხმარებელი.
ორწლიანი კვლევის შემდეგ ასოციაციის წევრებმა დაადგინეს, რომ ყოველდღიურად 100 მილიგრამი შოკოლადის მიღება დაკავშირებულია ინსულინის რეზისტენტობისა და ღვიძლის ფერმენტების დაბალ რაოდენობასთან, რაც თავისთავად უკავშირდება გულის დაავადებათა რისკს.
შოკოლადის მოყვარულებს მეტი ალბათობა აქვთ, დიდხანს შეინარჩუნონ ახალგაზრდობა, იყვნენ ფიზიკურად აქტიურები და მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნაკლები პრობლემები უჩნდებათ იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც შოკოლადს ნაკლებ აქტიურად მიირთმევენ.
Delish.com გამოაქვეყნა სტატია ბევრისთვის საყვარელი დესერტის პოზიტიური გავლენის შესახებ. კაკაოს წყალობით შოკოლადი შეიცავს დიდი რაოდენობით ფლავანოლს, ანიოქსიდანტი, რომელიც არეგულირებს ტვინში სისხლის მიმოქცევას. შავი შოკოლადი ყველაზე დიდი რაოდენობით ფლავანოლს შეიცავს, მისი შემცველობა ფიქსირდება, აგრეთვე, ყურძენში, ვაშლსა და წითელ ღვინოში.
ნანუკა მაღლაკელიძე