საქართველოს პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით, ვეტერანთა სახელმწიფოდეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი, გენერალი კობა კობალაძე დაინიშნა.
გიორგი კვირიკაშვილმა დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ახალხელმძღვანელთან. საუბარი შეეხო ვეტერანთა საკითხებს, არსებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლიდან ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტს ირაკლი შიხიაშვილი ხელმძღვანელობდა.