„პრეზიდენტის ადმინისტრაციას კიდევ ერთი წევრი შეემატა. ჩავთვალოთ რომ ის გამდიდრდა. ჩვენ არ გვისაუბრია დეტალებზე, თუმცა ვთვლი, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო,“ – ამის შესახებ ჟურნალისტმა, პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ „ტვ-პირველზე“, „ინგა გრიგოლიას დღის ამბების“ ეთერში განაცხადა.
„ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა პრეზიდენტის მხრიდან. ეს არის ნდობა და იმედი მაქვს გავამართლებ. გადაწყვეტილება სულ 2-3 დღის ამბავია.მე სიამოვნებით დავთანხმდი შემოთავაზებას. ჩვენ ერთ-ერთ შეხვედრაზე ერთად დაგვებადა ეს იდეა.
აქამდე პრეს-სპიკერის არ არსებობა იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება. თუმცა ახლა რთული და საპასუხიმსგებლო არჩევნები გველის და მეტი კომუნიკაცია მედიასთან პირიქით წაადგებათ.
ალიანსების და ფარული თეორიების ძებნა ძალიან გვიყვარს. ის, რაც აღმოჩნდა უხერხული ბასა ჯანიკაშვილისთვის, არ აღმოჩნდა უხერხული პრეზიდენტისთვის. ის არის ყველა პარტიის, ყველა ადამიანის პრეზიდენტი. ის არის დემოკრატიის გარანტი. შესაბამისად საუბარი რაიმე შესაძლო ალიანსზე პრეზიდენტსა და „თავისუფალ დემოკრატებს“ შორის საფუძველს მოკლებულია,“ – განაცხადა ეკა მიშველაძემ.
მანანა ღოღობერიძე