სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს დაბადებულთაგან 28 887 ბიჭი, 27 682 გოგონაა, თუმცა, შემცირებულია შობადობა. კერძოდ, 2016 წელს 2 680-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა, ვიდრე წინა წელს. 2016 წელს 56 569 ბავშვი დაიბადა. 2015 წელს კი 59 249-ს.
ამასთან, ამავე მონაცემებით მიხედვით, საქართველოში დედობის ასაკი გაიზარდა. 2016 წელს, 25 წლიდან 29 წლამდე ასაკში უფრო მეტმა ქალმა გააჩინა შვილი, ვიდრე 20-24 წლამდე ასაკში. იზრდება ასევე 30-34 წლების ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების რაოდენობა.













