No Result
View All Result
სამართალდამცავების ინფორმაციით, ფოთში კაცმა ცოლი მოკლა. ჩვენი ინფორმაციით, მოკლული ქალი ინგა ყალიჩავაა, მის მკვლელობაში ბრალდებული კი მისი ქმარი ზაზა კარბაიაა. გავრცელებული ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კაცმა დღეს დილით 112-ში თავად დარეკა.
ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს სახლში ქალი გარდაცვლილი დახვდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, როგორც ირკვევა, ძალოვნებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
-
ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია და დანაშაულის ერთ-ერთ მოტივად ეჭვიანობა სახელდება. არსებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის დროს ცოლ-ქმარი სახლში მარტო იმყოფებოდა. მათ ოთხი შვილი ჰყავთ
დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს. ერთი ვერსიით, დამნაშავემ ცოლი ბალიშით გაგუდა, რის შემდეგ ოთახში ბუნებრივი აირი გაუშვა და უბედური შემთხვევის ინსცენირება მოაწყო.
“ეს ამბავი რომ გავიგე, დავინტერესდი ვინ იყო მოკლული ქალი, ბაზრის ბინებში ვცხოვრობ და ცოლ-ქმრის ფოტო რომ ვნახე, ვიცანი ისინი. ადრე, დიდი ხნის წინ ჭანტურიას ქუჩაზე ქირით ცხოვრობდნენ. ოთხი შვილი ჰყავთ და სულ ერთად დადიოდნენ. მერე გადავიდნენ სხვაგან და კარგა ხანია არ მინახავს. არ ვიცი ეს უბედურება რატომ დატრიალდა, ვერაფერს გეტყვით”, – მითხრა ადგილობრივმა. განაგრძეთ კითხვა
No Result
View All Result
© 2024 Created by 