„მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ დროულად გამოიძიონ ეს ფაქტი, რატომ იყო პოლიცია პასიურ მდგომარეობაში. დაისაჯონ დამკვეთებიც და შემსრულებლებიც. წინააღმდეგ შემთხვევაში არავის ექნება განცდა, რომ მომავალი არჩევნები უსაფრთხოდ ჩაივლის. ეს იყო სიგნალი“. კორცხელში მომხდარი დაპირისპირების შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ „ტვ-პირველზე“, გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბებში“ ისაუბრა.
„ძალადობა არ უნდა იყოს პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, როგორც ჩანს ეს გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს სურს. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ მტრის დღის წესრიგის ნაწილი. ყველა ტიპის ძალადობა საფრთხეს უქმნის ქვეყანას და არ მხოლოდ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. ძალადობის გამართლება მის ხელშეწყობას ნიშნავს. პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს არა მსხვერპლს, არამედ მოძალადეს და ეს არის სამართალდამცავი ორგანოების თემა.
ქართულმა საზოგადოებამ ძალადობის ფაქტებს პასუხი თავის დროზე გასცა, გაკვეთილებზე უნდა ვისწავლოთ. კახი კალაძე არის გენერალური მდივანი, მაგრამ ვინ მართავს შტაბს, ეს არ არის მნიშვნელოვანი. მათ პასუხისმგებლობის ტვირთი დააკისრეს მსხვერპლს, და არა მოძალადეს. ეს არასწორია. ყველა ეს პარტია, რომელიც ძალადობას ხელს უწყობს, სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებს,“- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
მანანა ღოღობერიძე