საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეროს ევროპისეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივანს, კრისტიან ფრის ბახს შეხვდა.
მხარეებმა ,,გარემო ევროპისთვის“ მერვე მინისტერიალის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც ბათუმში იმართება.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისაღმასრულებელ მდივანს მადლობა გადაუხადა კონფერენციის ფარგლებშითანამშრომლობისა და იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც ორგანიზაცია რეგიონისქვეყნებში გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით იჩენს.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ UNECE-ის პროცესი – „გარემო ევროპისთვის” დამინისტრთა კონფერენციები ხელს უწყობს რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობას დამნიშვნელოვან გარემოსდაცვით საკითხებზე მსჯელობის, პრიორიტეტულიმიმართულებების განსაზღვრის და კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავების საშუალებას იძლევა.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ კონფერენცია მაღალ დონეზე, საინტერესოდ დანაყოფიერად წარიმართება.
ბათუმის მინისტერიალში 56 ქვეყნის 600-მდე ოფიციალური დელეგატიმონაწილეობს.